მე დაგინახე ლაჟვარდებს შორის...
მე დაგინახე ლაჟვარდებს შორის, თბილი სიო რომ გიწნავდა დალალს, თითქოსდა ვდგევარ დემონებს შორის, და შენი მზერა მავიწყებს დაღლას. ახლა დუმილიც ვერაფერს ამბობს, მხოლოდ უძრაო სიმშვიდე მმოსავს, მზისფერი ლანდი მყინვარებს ამკობს, რაღაც დიადი მაკვირვებს მგოსანს. და სანამ მწუხრი მანდილს მოგახვევს, სანამ დემონი ჩამოჰკრავს ეჟვანს, ოხ ეს სიტურფე თვალებს ამიმღვრევს, ბაგეს დაამჩნევს შენს ღვთიურ ელვას. ვგრძნობ აღმაფრენამ შთამბერა სული, კაცობრიობავ თუნდ დამცემ ლახვარს, მე ის ვიპოვნე, ვით სასწაული, დრო კი მოჰყვება უსიტყვო ზღაპარს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი