სიმთვრალე უალკოჰოლოდ
სიცარიელე, როგორ ხმაურობს ნეტავ იცოდე ადამიანო, სარკმელთან წვიმა გულწრფელობას აიკვიატებს, გამოდი გარეთ... გამოდი გარეთ... გამოიღვიძე ადამიანო, შენი თვალები ისე ვრცელია, მაგრამ სიცარიელე, ვერაფერს ხედავ გარდა მაგ მხეცის, სულში ქაოსით, რომ აუმხედრდა იმედს, რომელიც დღითიდღე გქენჯნის... სიცარიელე... თითები მხოლოდ წვიმის რეკვიემს აყოლებენ სულის სიმხდალეს, როგორც ალკოჰოლს და მაშინ ხვდები სიმთვრალე გჭირს უალკოჰოლოდ... სიმძიმით სიმთვრალე, არარაობითა და უძრაობით ხარ გალეშილი... მიდი გაიქეციიი... გაიქეცი... მაგრამ სად? როდის? როგორ? ო, არა ჩემო მეგობარო სიკვდილი გაქცევა არაა და არც სიმხდალე, სიკვდილი ილუზიაა, რომ ყოფიერებისგან თავის დაღწევა შეგიძლია... და რატომ ეშინიათ მისი? მისი არ ეშინიათ ჩემი მეგობარო, მათ საკუთარი თავები აშინებთ ქარაფებს მიღმა... ს. ი. ც. ა. რ. ი. ე. ლ. ე... სიმძაფრე, უჰაერობა, სიმხურვალე, შფოთვა, ვაკუუმი, ხმები... ხმები რომლებიც შენზე ლაყბობენ: იმას რაც არ გახსოვს; იმას რაც გტკივა; ბავშვობას , რომელიც არ არსებობს; სიყვარულზე რომელიც სიცრუეა; ოჯახზე , რომელსაც კედლები არ აქვს... და სულის ნაკვთებზე, რომლებიც შენ არ გეკუთვნის... აი, მაშინ ხვდები, რომ ღმერთი აქ ვეღარ გიშველის, რადგან მათ ისეთი მიგიღეს, როგორიც არ ხარ, ცარიელი ფიალა, რომელსაც ყველა სითხე გამოავლეს და საბოლოოდ ნესტმა დაალპო, შენი ანფასი კი მთვარესავით შესძულდათ და ძილი იგნორივით შეითვისეს ... ნუ ებრძვი შენში ღმერთს ამპარტავნებით შეპყრობოლო ადამიანო, ვიდრე სულს გაამზეურებ და სიცარიელე გაგამხეცებს გარეთ გამოდი ... იქნებ წვიმის გულწრფელობა გადამდებია... გარეთ გამოდით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი