გამოდით გარეთ...
სიწყნარე არ ნიშნავს სიმშვიდეს, ქარები "ადიოოსს" ყვირიან და ისევ ბრუნდებიან, სიყრუე მწყუროდეს ნუ ჩათვლით სიმხდალედ, ვერ ხედავთ მოხუცის თვალები მხეცის სარკმელში სხივებს სულს რომ უბერავენ თითქოს სიკვდილის წინ ბოლოჯერ უთქვმდნენ სურვილს ბაბუაწვერას და ვერ ახდენილ ოცნებებს ატანდნენ უკანასკნელ ამოსუნთქვას... ჩვენი დარაბები კი უბრალოდ სივრცესთან ერთად ღმერთსაც ხერგავენ, არაფერია მეგობარო, დროის მეკურტნე მყინვარები ჩვენს ცოდვებსაც ნისლებს მიღმა დამარხავენ, თითქოს ჭეშმარიტების მიღმა სიყვარული ისევ არსებობდეს, მაგრამ ვერავინ ხვდება რომ თავად სიყვარულია ჭეშმარიტება, იმ მოხუცის თავშალია სიყვარული... რა საჭიროა ჩავეჭიდოთ წარსულის დიდებასა თუ მომავლის იმედებს, როდესაც რწმენას ქარაფიდან ვჩეხავთ... მითხარით... ჰეი, შენ... მითხარი რას გრძნობ... ამპარტავანებას თუ დაცემას... იქნებ ორივეს ერთად... ან იქნებ უძრაობა გიტაცებს, როგორც ბრბო რომელიც გიმტკიცებს რომ არაფერი ხარ, მაშინ როდესაც შენში გალაქტიკაა... განცდებს დედამიწის წიაღში ვეძებთ როდესაც ის ჩვენშია... დიდება?! ეჰ, ღმერთო ვისთვის რა ხიბლია, ზოგისთვის წყევლაა გამხმარ სინდისივით. მომიტანეთ სკიპტრა, სული უნდა განვიგმირო, ბილი კოკი იმღერეთ, არა... იგალობეთ ... მოდით დატკბით სანახაობით, ადგილები დაჯავშნილი არაა... იხილეთ როგორ ქრება ადამიანობა ადამიანებში ან იქნებ ეს მეტად ადამიანურია... რას მეტყვით ... ეს სამი წერტილი განთიადივით ავიკვიატე დასასრულის შიშით და დემონებიც გარიჟრაჟამდე მაცლიან გულწრფელობას... სიყვარულს... თანაგრძნობას... მაგრამ ახლა მხოლოდ ღმერთზე მეფიქრება, რომელსაც ერთხელ მწუხრის მარყუჟიდან თამამად გამოქცეული , უგრძნობად ქცეული არაადამიანური ადამიანი ვეღარ ვუთანაგრძნობ კესანეების დაღუპვას არ დავიწყების, რომელიც გვალვისგან ჟანგბადმა ააორთქლა წუთისოფლიდან... ხომ ვთქვი ქარები ადიოოსს ამბობენ, მაგრამ ბრუნდებიანთქო, კი ასეა, მაგრამ ჩვენ მათ არ ვგავართ... ადამიანები მოვდივართ ღმერთისგან მაგრამ მასთან არაადამიანურები ვბრუნდებით, მხოლოდ ფარჩა შეგვრჩა საკუთარი თავის გუბეში ამოსაცნობად და მასშიც ვქოლავთ ცისარტყელის ანარეკლს... თითქოს ეს სიმყარეს ნიშნავდეს... "ღმერთი მოკვდა"_ ნიცშე ღმერთი ადამიანში მოკვდა, მაგრამ ჩვენ კვლავ ვარსებობთ, მაგრამ ჩვენ არ ვსუნთქავთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი