სიგიჟე ნიჭია
სიგიჟე ნიჭია... ხო... ასე ნუ მიმზერ, არ გესმის?! სხვენიდან ღმერთები კივიან, ვიცი, რომ ვერ იგებ, შენ მეც კი ვერ მიგებ, ტერფები მიდიან... ლანდები ლესავენ დაწყვეტილ იოგებს, მწუხრი სიმს აჟღერებს, სიყრუის ჰანგები, აქ ჩვენ ვართ ბრმები და გზას ვერვინ გვიოლებს, ჟინი გვკლავს გაქცევის, არა ვართ ლაჩრები. ან იქნებ ვცდებით და ალიონს გადავცდით, მშვენების ალმურში გავცვითეთ განცდები, და მაინც დემონთა დილეგში ჩავვარდი, ტუსაღი მიველ და თვის ნებით ვბარდები. სიგიჟე წყევლაა... ნაცნობი თვალები, ცინიზმის მორევში ნუ ჩამოფასდები, წამოდი და სხივებს თუ სადმე წააწყდი, დამალე სული და ეშმაკს ნუ აჰყვები. გოდებას დალექილ ღვინიდან ჰყვებიან, და მაინც ღიმილი სინდისსაც ამჟღავნებს, ზეცა დუმს, ნაბიჯებს არ იმჩნევს მიდიან, მე ვრჩები და სიტყვა "დროებით" მახარებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი