მე შენს სარკმელთან იმ ღამეს მომკლეს ...
მე შენს სარკმელთან იმ ღამეს მომკლეს, ბრბო გაზაფხულს რომ აცმევდა ძაძას, თითქოს და მეფეს სკიპტრა გულს უხლეჩს, ვით პოეზია სნეულ სულს წამლავს. ადრე თუ გვიან მე დავსრულდები, აწრიალდება ოთახში კარი, გონდაკარგული ღმერთს მიაწყდები?! ვით კლდეს მიკრული ტალღები ჩხავის. მთვარის სინესტე რწმენას ჩამიკლავს, გაიყოლებენ ფიქრებს ქარები, დრო ჩემს ქარაგმებს სხვენში აიტანს, სიმარტოვისგან სტკივა ლანდები. ბაგედამწყდარი გოდება ხერგავს, ლაჟვარდს მოყოლილ მცხუნვარე დღეებს, სიცოცხლის ყლორტებს შიში წალეკავს, ვით მომავალი შერჩენილ იმედს. მე შენს სარკმელთან იმ ღამეს მომკლეს, ბრბო გაზაფხულს რომ აცმევდა ძაძას, თითქოს და მეფეს სკიპტრა გულს უხლეჩს, ვით პოეზია სნეულ სულს წამლავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი