სისხლიანი მთვარეა


სისხლიანი მთვარეა, ჩემი სული დალია,
ზეცას გადამსკდარი აქვს წუხილისგან ბაგენი,
წყვდიადიდან დაღწევის ჟინმა ყეფით ამრია,
განთიადის დემონებს დარჩენაზე ვთანხმდები.

დრო ქარიზმას მომახვევს ბავშვის წმინდა სურნელით ,
თვითწალეკვის გრიგალმა ქარაფებთან დამტოვა,
ჰე, მითხარით როდესაც კისკისისგან დათვრებით,
გაგაკირვათ უცნობის ხასიათმა დამყოლმა?!

ზეცის პოეზიაა მთვარის ციებ-ცხელება,
ამღვრეული ფიქრების ნაკარნახევს ვნებდები,
სადღაც მთები წვებიან, სულს კი რწმენა ეცლება,
გაცემული ხელების, უსასყიდლო ქმედების.

მე სიგიჟით დალოცვა ღმერთის ფერხთით მითითებს,
ეშმას კიდევ უყრია კარიბჭესთან მგოსნები,
და დინების მიყოლა მორებს გულზე მიხეთქებს,
ვგონებ, სინდისთან ბრძოლას, არასდროს შევეჩვევი.

მთვარეს გამოცლილი აქვს სისხლიანი მათარა,
და ჩამარხულ იმედებს ლექსის მაჯამში მიცვლის,
მწუხრმა გონსაც სიბრმავე, მრისხანება შემატა,
სითავხედე პოეტის ვერასოდეს გამივლის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი