როდემდე დამალავ გაცრეცილ იალქნებს,


როდემდე დამალავ გაცრეცილ იალქნებს,
ცურვისგან დაღლილი ღმერთებიც კვდებიან,
არ ვიცი გისოსი მძულდეს თუ მიყვარდეს,
აუშვით სხივები სეტყვას რომ შველიან.

გლოვისგან დაცლილი ლაჟვარდიც გაყიდეს,
დაცემულ ანგელოზთ სულები კივიან,
გიჟი ვარ, იქნებ სჯობს თვალებიც გამიცვდეს,
სინათლის ლოდინში ქარაფებს სწვდებიან.

სიფხიზლე გქენჯნიდეს წყევლა თუ ნიჭია,
რიჟრაჟზე თითები სარკის მხეცს სდევნიან,
ყეფისგან ამღვრეულს გაქცევაც გიცდია,
სიცოცხლის ფიალებს ტკივილით გიცვლიან...
.
შენ ისევ მოელი დასტაქარ გაზაფხულს?
და ეძებ თოლიებს ტალღებს რომ ჯაბნიან,
იპოვი?! გაჰყევი სიმყარის დევნას სჯობს,
ხომ იცი ვარსკვლავნი მთვარის სულს ჰყიდიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი