პოეტი ბედს ცდის


მოდი, სიმშვიდე ამიყვავილე,
ვერ გცნობ სიცოცხლე, რად ამორძალობ,
სიკვდილთან რატომ გამინაპირე,
გსურს შენი ტრფობით სისხლი დავღვაროთ?!

გრძნობ? პოეზია ჰგავს სიმარტოვეს,
აღმაფრენით და სიშიშვლით გგესლავს,
ზეცის გაგემებს, წრფელ სიახლოვეს,
კაცობრიობის სინდისით გსეტყვავს.

ეს გულის ფეთქვა ლექსად დავტოვე,
და სანამ წავალ, უკუნი მთენთავს,
ლაჟვარდთან წმინდა ჯვარი დამწერე,
მონათლული, რომ მივიდე ღმერთთან.

ზარები რეკენ, მწუხრი მანდილს შლის,
მწყემსები ღრუბლებს ჩემ სულში ცლიან,
ბედი კი არა, პოეტი ბედს ცდის,
მთვარის სინათლეს ლექსების ქმნიან...


ს.ბ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი