პოეზია
პოეზია ღმერთის ნაკვალევია, სულის ეტრატს შერჩენილი სიწმინდე, ეს ცხოვრებაც ვერ გრძნობ? ამღვრეულია, განცდებს გიჩენს თითქოს მტრებმა გიშვილეს. ფიქრებისთვის მელანი ხან კუპრია, ზოგჯერ უფლის ცრემლებია, ცის ცვარი, პოეტები კი ლექსებით იბრძვიან, ბრბოს ქარცეცხლში დაკარგული რწმენისთვის. პოეზია სამოთხის კარს შეგიხსნის, მერე ღამეს დაგადევნებს, ვით აფთარს, წმინდა სიზმრებს აღმაფრენა შეგიცვლის, ლაჟვარდს თან სდევს თითქოს გამოიდარა. პოეზია ღმერთის ნაკვალევია, სინდისით გაქვს ავსებული მათარა, შენებრ მთვარეც მუდამ ნამთვრალევია, ამ სოფელმა სიკვდილითაც ვერ გაგცრათ. ს.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი