იცი, შენ ბაგეს ამჩნევია ზეცის სილურჯე
იცი, შენ ბაგეს ამჩნევია ზეცის სილურჯე, თითქოს ნაშალი ჩემი სული სიტყვით აღსდგება, შენ შორს ხარ, ბრბოსგან დამალული დროის საუნჯე, მე ჭა ვარ ჩემო, შენ სიმაღლეს, რომ ვერ მისწვდება. და მაინც გელი, იმედები მიწყვია მხრებზე, მე შენთვის ვლოცულობ, შენთვის ვბორგავ შენით ვიწამე, ვიცი ცხოვრება საბოლოოდ მომიქცევს ფეხ-ქვეშ, მე გულწრფელობით, მთელი არსით ჟინით ვეწამე. გახსოვს?! გაზაფხულს, რომ სჩვევია მარტის სიფიცხე, დაცლილი ფრთები მივუშვირე, სულზე სარტყელი, შემოგხვიე და უყოყმანოდ გირჩევ სიგიჟეს, შენ არასოდეს, ვერასოდეს ვერ დასრულდები. სამყარო ზოგჯერ მაბობოქრებს, მიქსევს სინესტეს, და ვიკარგები უკუნ ბინდში, დროში, სივრცეში, სდუმს გადარჩენა, ჩუმი ნატვრა მზეო იფეთქე, ჩნდები, ვით მხსნელი, განთიადი, სულის ნუგეში... ს.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი