პოეზია და შენ ერთი მკლავთ


ღამე დუმს, მაგრამ მოაქვს სიფიცხე,
ტრფობის სურნელი ასე, რომ მწვავს,
თითქოს განვდევნე მელნით  სიგიჟე,
პოეზია და შენ ერთი მკლავთ.

თავს მივამსგავსებ შენისლულ სარკმელს,
მხრებზე სინესტე, გველივით მგესლავს,
ანფასში ღამე ჩამიქრობს სანთელს,
შენ ღვთიურ თვალებს უკუნი ხედგავს.

ღამის სიჩუმე მუნკის კივილს გავს,
და შენი სული ლაჟვარდში დგას,
არდაბრუნება იქნება სჯობდეს,
მკვდრის გულის ფეთქვას რა აზრი აქვს.

ღამე დუმს და მეც დუმილით ვკივი,
გიხმობ, ვლოცულობ და ლოდინიც მძაგს,
აღარც განთიადს ველი და ვჩივი,
არ გადარჩენა, სულს მეტად სწადს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი