ფერისცვალებამდე
ხელში შემრჩა ფერწამხდარი იები, და წარსულის სურნელებით დამათრო, მოგონებით გაჟღენთილი სიზმრები, ფორიაქით ფიქრთა ტალღამ გამავსო. გაზაფხულში დამწყვდეული სიმშვიდე, სათნოება გადამსკდარი კვირტების, ზეცა გლოცავს, სიყვარული გიშვილებს, სუფთა გული თოვლის წმინდა ზვირთების. გაბნევია მხრებზე, როგორც სტიქარი, უმანკო სულს რწმენა საბნად ახურავს, მოგონებებს დაბრუნდითთქო ვუთხარი, მე შენ გხედავ, გულის ტბაში დაცურავ. წარსულიდან მოტანილი იები, სურნელება ფერუცვლელი ბავშვობის, დამიბრუნეთ ის მზისფერი დღეები, განცდა მქონდეს გაზაფხულის დადგომის... ს.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი