ვეპოტინები მე შენ თვალებს, როგორც კელაპტრებს


***
ვეპოტინები მე შენ თვალებს, როგორც კელაპტრებს,
დაცლილი მხრების მრისხანება უძრაოს მსეტყვავს,
როგორ მინდა, რომ შენი ბედი ჩემსას კემსავდეს,
ჩემი თვალები ამ წყვდიადში მხოლოდ შენ გხედავს.

და ახლაც ლტოლვით მიიწევენ მზისკენ ტალღები,
მკვდრის სხივებს შენი გადაყლაპვა განუზრახიათ,
მოდი გავიქცეთ, ქარის მრუდე ფიქრებს ვბარდები,
ჩვენი გზა-კვალი მის კომპასში დამიმალია.

ბრბოს ყიჟინს ფარჩა შეუბღალავს, სახეს მოვიხსნი,
და უყოყმანოდ შემოვახვევ გაზაფხულს შენ ფრთებს,
ღამის სიფიცხეს განვდევნი და ღელვას მოვიშლი,
სიგიჟით გძერწავ, დავიჩემებ, ჩემ დახსნას შეძლებს.

ხელის ცეცებით მივიხურავ იანვარს ყინვებს,
რომ სახსოვარი დავიწყების სასმისად იცეს,
ხელისგულიდან წაგიკითხავ დაშანთულ ლექსებს,
ღმერთს ვამჩნევ შენი თვალებიდან ღიმილით მიმზერს.

ვეპოტინები მე შენ თვალებს, როგორც კელაპტრებს,
და გადარჩენის ჩაკარგული იმედი კივის,
მოხვალ აისით მომინათლავ დარჩენილ დღეებს,
მწამს აღმაფრენის, მოლოდინის შენი კვლავ ხილვის.

ს.ბ 
31/01/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი