ვერ გრძნობ?! ჩემ მზეს მოეკიდა ობი


ვერ გრძნობ?! ჩემ მზეს მოეკიდა ობი,
ქარიც მხოლოდ რუტინულად ჯავრობს,
ადრე მძიმე უღმერთობას ვგმობდი,
ახლა თავად აღარაფერს არ ვგრძნობ.

თითქოს ზეცამ მომიშვირა ხელი,
მე კი ტკივილს ხელისგულზე ვქარგავ,
გთხოვ ნუ დუმხარ ოკეანე შემშლი,
სულს დაკარგულ ღმერთისაგან ვძარცვავ.

ზეცა ელვას მოიკიდებს მხრებზე,
სიბრაზე და სინანული ახლავს,
ჩურჩულებენ გისოსები მსხვერპლზე,
სინდისის წყლულს მელანი, რომ წამლავს.

ვერ გრძნობ ვერა დედამიწა ქრები,
ბრუნავ ოხვრით, მკრთალი ჩრდილი დაგყავს,
დააბრუნეთ სიკვდილისთვის მკვდრები,
თითქოს ღმერთი მათ თვალებში დაგვრჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი