სიბნელესთან დიალოგი


სიბნელესთან დიალოგი ავიჩემე,
სარკის წინ ვარ, ღამის მზერა პასუხს გამცემს,
წყლულებიდან მელნის დუღილს ვერ ვაჩერებ,
ბაგეზე ცა შევაჩერე,
უსახლკაროს უშენობა ტანზე მამტვრევს...
მწუხრის ბელმა სიფიცხით მზე შევაჩვენე,
ბრძოლის ჟინმა შენთან ერთად მიმატოვა,
გარეთ ყინავს, სულში გვალვას თავს ვერ ვაღწევ,
ქარმა იცი რეკვიემით ზნე ამხილა.
მხრებზე ღამე ნათითურებს გამილურჯებს,
ტკივილისგან უძრაობამ მომიხელთა,
ვკივი, თითქოს ვინმე საყდარს შემიკედლებს,
ლაჟვარდს ვუმზერ, მანაც შუბი მომიღერა.
სიბნელესთან  ძაძას ვიხდი და სულს ვღეჭავ,
აწიოკებს ვენებს გმობა მღვრიე ყოფის,
ვამბობ აქ ვარ, ძვლებს კი მიწა ეკედლება,
შიში ქრება, მხოლოდ ლტოლვა ლურჯი ზეცის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი