ნისლში ჩაკარგულო საქართველო


ნისლში ჩაკარგულო საქართველო,
დასწექ ბარი დევებს აბარიათ,
მთაში მორაკრაკე ნაკადულო,
შველებს შენი გემო დავიწყნიათ.
ნისშლი ჩაქარგული საქართველო,
ვით მანდილში დაბნეული გვირილები,
გვალვა სუნთქვას გესლავს სანატრელო,
სულო ქართლის ხევთა ვიყინები.
რიონს არტახები ტერფებს ამტვრევს,
ფშავში დამტირებლის სიმწირეა,
ვგონებ შაირობაც გულს ვერ ამღვრევს,
აკვანს ანგელოზი მძინარეა.
მყინვარს მკერდჩაკრულო საქართველო,
კაენს სინანული მოერია,
წარსულს დამწყვდეულო გაზაფხულო,
შენი მონატრების მორევშია.
ღამეს მეფე აფხაზთ უკივიან,
გლოვა ზარზე მეტად მზეს დაზაფრავს,
თითქოს სკიპტრით მხეცნი გვერევიან,
ბრძოლა უმოქმედო ყინავს ზამთარს.
თითქოს მთვარეულთა სიზმარია,
თერგი პოეზიას აბობოქრებს,
ღმერთო საკინძენი გვიპნევია,
ზეცა მოგვახიეს ხელისგულებს,
ნისლში ჩაკარგულო საქართველო,
დასწექ ბარი დევებს აბარიათ,
მთაში მორაკრაკე ნაკადულო,
შველებს შენი გემო დავიწყნიათ.

ს.ბ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი