ატმის ბაგეზე ირეკლება მარტის სიფიცხე
ატმის ბაგეზე ირეკლება მარტის სიფიცხე, და შენი სახე ფერნაცავლი გაზაფხულს არ ჰგავს, სულის ნაკვთების გაგპნევია შენ სისადავე, ღმერთი სადა გყავს, ღმერთი სადა გყავს. მოდი მომკვეთე ეს ხელები მხრებზე დაიწყვე, ბუნებამ პირი აიკემსა დუმილით კივის, მოდი საყდარში შეგიფარებ თავზე დაიმხე, და ნამსხვრევები დამაყარე გულზე იმედის. მოდი დაგიჭერ პეპლების ფრთებს სულზე მოგახვევ, გთხოვ შემიკედლე შენ მღრნელებთან მარტო ნუ რჩები, ცისარტყელებით ამოვივსოთ ბედის სიმხდალე, მე უშენობით ფენიქსივით მკვდრეთით ვერ ვდგები. ატმის ბაგეზე ირეკლება მარტის სიფიცხე, და შენი სახე ფერნაცავლი გაზაფხულს არ ჰგავს, გთხოვ შემობრუნდი მე დავიტევ შენ წილ სიგიჟეს, გიყურებ ვხვდები როგორ ძლიერ როგორ ძლიერ მწამს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი