გრძნობ? პოეზია ჰგავს სიმარტოვეს ..
გრძნობ? პოეზია ჰგავს სიმარტოვეს, აღმაფრენით და სიშიშვლით გგესლავს, ზეცის გაგემებს, წრფელ სიახლოვეს, კაცობრიობის სინდისით გსეტყვავს. ზარები რეკენ, მწუხრი მანდილს შლის, მწყემსები ღრუბლებს ჩემ სულში ცლიან, ბედი კი არა, პოეტი ბედს ცდის, მთვარის სინათლეს ლექსების ქმნიან. მოდი, სიმშვიდე ამიყვავილე, ვერ გცნობ სიცოცხლე, რად ამორძალობ, სიკვდილთან რატომ გამინაპირე, გსურს შენი ტრფობით სისხლი დავღვაროთ?! ეს გულის ფეთქვა ლექსად დავტოვე, და სანამ წავალ, უკუნი მთენთავს, ლაჟვარდთან წმინდა ჯვარი დამწერე, მონათლული, რომ მივიდე ღმერთთან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი