„მდუმარე ქარიშხლიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“
„მდუმარე ქარიშხლიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ I ო, როგორი მშვიდია თითქოს ეს ღამე, როგორი მყუდროა სიჩუმე, მაგრამ ყველაზე დიდი ხმაური ხომ სწორედ სიჩუმეა, როდესაც კაცობრიობის ფიქრები და ოცნებები უკავშირდება ერთმანეთს, როგორც მატარებლის ვაგონები. ღამეც მეტროს გავს, გონების მეტროს, მაგრამ აქ გაჩერება არ არსებობს რადგან ადამიანთა სურვილები, იმედები, ტანჯვა და სევდა განუზომელია. ნეტავ როგორ იტევს ღამე ამდენტვირთს? როგორ არ გიჟდება ასეთი მშფოთვარე ხმაურით ?, როგორ შეუძლია იყოს ასეთი უკიდეგანო ?..... მხიბლავს ასეთ გარემოში ფიქრი, მართალია შემდეგ ღამეს ვთხოვ პატიებას იმის გამო, რო9მ მისი ტვირთი უფრო დავამძიმე, მაგრამ ეს მეც მჭირდება, ამბობენ ბევრმა ფიქრმა შეიძლება ადამინი ჭკუიდან შეშალოსო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაში გამართლებას ეძებენ . ადამიანები ფიქრისგან კი არა სხვა ადამიანთა ქმედებათა გამო კარგავენ ცნობიერებას , იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით სწორად მოქცევა იმ სიტყვების მნიშვნელობაც კი არ გვესმის რითიც ვსაუბრობთ , არ გვესმის რომ მე თუ ეს არაფრად მიმაჩნია სხვას შესაძლოა ცხოვრების აზრი დააკარგვიანოს, არ გვესმის ერთურთის გულის ფეთქვა ნელ-ნელა როგორ ნელდება იმ მძვინვარე ქარიშხალში, რომელშიც სამყაროა გახვეული და შესაბამისად ჩვენც , მისი შემარცხვენელი შვილები. ასეთ მელანქოლიაში ვიყავი გახვეული როდესაც გავიგონე თუ როგორ დაარღვია ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა ღამის მყუდროება . მისი ღია სარკმლიდან იფრქვეოდა ვიოლინოს სევდიანი ბგერების მწუხარება და მაშინ ვიფიქრე, რომ ის არ ებმეოდა ღამის ყველაზე ხმაურიან ფიქრთა პაექრში, ის ამ უკიდეგანო ღამის დამშვიდებას ცდილობდა, ის მინორული აკორდებით გამეფებულ სიბნელეს თანადგომას უცხადებდა და სურდა ცოტა ხნით მაინც გადაეტანა კაცობრიობის ყურადღება რადგან ღამეს შეესვენა, თუნდაც წამიერად. ღამემ იმ მომენტს მიაღწია როცა ყველას ძილი იპყრობს, მაგრამ მე არ მასვენებდა იმ მოჩვენებაზე ფიქრი რომელმაც ღამეს დახმარების ხელი გაუწოდა, მსურდა გამეგო ვინ იყო ის ვინც ჩემსავით განიცდიდა ღამის პატიმრობას. II მე ისევ სარკმელთან ვიჯექი და ველოდი მზის გამოღვიძებას, სულ რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და ყოფიერება დაბრუნდებოდა თავისი ყოვლისმომცველი ხელებით, რომელიც ხშირად მაწმენდდა ხელს, მაგრამ მე ეს დიდად არ მადარდებდა მითუმეტეს ახლა , როდესაც შევიტყვე ღამის მევიოლინის არსებობის შესახებ, არ ვიცი მართლა არსებობდა ის თუ მხოლოდ ჩემი წამოსახვის შედევრი იყო, იქნებ იმედები მატყებდნენ, იქნებ მართლაც არსებობდა , დაიარებოდა იმავე მიწაზე რომელსაც ყოვედღიურად ვტკეპნი და ერთხელაც მის ქვეშ მოვექცევი, იმ ცის ქვეშ, რომელსაც რწმენით შევყურებ, იქნებ ისიც გრძნობდა დილის სიოს, რომელიც კანზე მეამბოება. ვუმზერდი თუ როგორ იბრუნებდნენ ხეები მაცოცხლებელ ფერს, აი ახლა იყო გარემო მართლაც მშვიდი, ყველაფერი მშვენიერი ხომ წამიერია, მაგრამ ის მელოდია ახლაც ჩამესმოდა. პირველად ველოდი ასე მოუთმენლად ღამეს, არა იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავი მის არსებობაში, არამედ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მომესმინა ღამის სიმფონიისათვის , დიახ , მე მას ასე ვუწოდე ღამის მევიოლინე .... ვგრძნობდი, რომ ამ ღამით მწუხარება არ შემიპყრობდა, მე მოუთმენლად ველოდი იმ წამების განმეორებას რომელიც განუმეორებელია, მან ხომ ჩემში სიმშვიდის მარცვლები დათესა, მაგრამ მე აღელვებული ვიყავი ამ მოლოდინით . შებინდებისას სარკმელთან მოვეწყვე, ვუყურებდი როგორ ნებდებოდა სიბნელეს უზარმაზარი ვარსკვლავი და გამიტაცა ფიქრმა , რომ თუ ადამიანები ის ვარსკვლავები ვართ რომელთა ჩამოვარდნისასას ერთ-ერთი ჩვენთაგანი ტოვებს წუთისოფელს, მაშინ მზე ალბათ ღმერთია, ის მხოლოდ ღამით იმალება ცის კარიბჭის მიღმა და არასდროს ჩამოვარდნილა, ის მისი სხივებით გვაცოცხლებს, გვაძლევს ძალას ვიარსებოთ მაინც და მშვენიერებას გვაზიარებს დილა-საღამოს. ამ აზრებით შეპყრობლიმა ვერც კი შევამჩნიე წიგნი რომელიც ფანჯრის რაფაზე მაშინ ჩამოვდე როდესაც მოლოდინის ნაპერწკლები ღვივდებოდა ჩემს სულში, გამოფხიზლებულმა წიგნს ხელი გადავუსვი და დავაკვირდი მასზე წარწერას “სამი მეგობარი“, ავტორის ვინაობა კარგად აღარ ჩანდა რადგან ყდა სანთლის წვეთებისგან დალაქულიყო, მაგრამ თავად ვიცოდი ვინ იყო ამ ისტორიის შემოქმედი, ეს რემარკი იყო. ეს წიგნი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე გარდენიეს ერთ-ერთ მოსასვენებელ სკამზე, როდესაც იქ ახალი ჯიშის ყვავილების მოსანახულებლად მივედი. მივაბიჯებდი ჩუმი ნაბიჯით და შევნიშნე როგორ აკრთობდა მის ფურცლებს საღამოს სუსხიანი ქარი. იქ არავინ იყო, მივუახლოვდი და წიგნი ხელში ავიტაცე, ვიგრძენი თუ როგორ ქვავდებოდა მისი ფურცლები ყინვისგან, მასთან რაღაც უხილავ კავშირს ვგრძნობდი, რაღაც ამოუცნობს. გავიკითხე ვინმემ თუ იცოდა მისი მფლობელის ვინაობა , მაგრამ მივხვდი, რომ ისიც ჩემსავით მარტოსული იყო , ისიც მიატოვეს ქუჩაში ზამთრის სუსხში, მისი ისტორიდან მხოლოდ ეს იყო ნათელი. წიგნს არანაირი წარწერა არ ჰქონია, ამოუცნობი იყო , სრულიად ახალი თითქოს არც გადაუშლიათო , მაგრამ ერთი რამ ვიპოვე რამაც გამაკვირვა, ეს საკურას იყო, იმ ხის ყვავილი რომლის ნახვაც აუხდენელ ოცნებად მიმაჩნდა, მას ჯერ კიდევ შერჩენოდა სურნელება, რომელიც წიგნის იმ ორ გვედიდანაც იფრქვეოდა რომელთა შორისაც მოეთავსებინათ. მისი ფერი ისეთივე ნათელი ღია ვარდისფერი იყო, ვერ ვიჯერებდი რომ სულ ასე უბრალოდ შესაძლოა შენი ოცნება მოვიდეს შენთან, მე ხომ უკვე აღარ მწამდა ოცნების რელობაში გაფანტვის, ეს იმ შეგრძნებას უტოლდებოდა რომელიც ღამის სიმფონიამ გააფრქვია ჩემში სამუდამოდ. როგორ საშინლადაც არ უნდა დავახასიათოთ ეს სამყარო ის მაინც გვპატიობს და გვჩუქნის რაღაც მშვენიერს, დაუჯერებელს, რომელიც ჩვენი ცნობიერებიდან არასდროს წაიშლება, რომლის მოგონებაც გადაგვალახინებს რთულ მომენტებს და რომელიც ჩვენს მემუარებში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს. ფიქრები დროს ისე გვპარავენ, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვიგებთ. თითქოს მივყვებით ნათელ წერტილს გვირაბში , ყოველ წამს ველით საბოლოოდ მასთან მიახლოვებას, რომ უცებ ყველაფერი ქრება ხოლო როცა ვუბრუნდებით წუთისოფლის საზრუნავებს ვხვდებით რომ ძალიან დიდი დრო დავკარგეთ რაღაც მიუწვდომელზე ოცნებაში, გვახსენდება რომ რეალობა ჩვენს გარშემოა და მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთით არის შესაძლებელი გაექცე ყოველივე ამას .... და აი მეც დავბრუნდი დედამიწაზე მთვარეს უკვე ჩაევლო თავისი ალმასებრი კლანჭები უძირო ღამისათის, სარკმლიდან ჩემს სამკვიდრებელში იშლებოდა მიძინებული ნაძვებისა და ფიჭვების სურნელება, ეს სუნი ისეთი მძაფრი იყო მაგრამ ვერ მთრგუნავდა რადგან მოლოდინით ვიყავი აღსავსე, ველოდი იმას რაც საკუთარი ყურით მოვისმინე და შევიგრძენი მისი მელოდია მთელი არსებით . ვიცოდი ჩემივე გამოცდილებით რომ მოლოდინი მტანჯველი იყო მაგრამ ახლა სულ სხვას ვგრძნობდი, ამ წუთებში ყველაზე ბედნიერ არსებად ვთვლიდი თავს, მთელ დედამიწაზე მხოლოდ ღამე, მევიოლინე და მე განვიცდიდით, დავცურავდით იმ სიღრმეებში რომლებშიც მხოლოდ სიწმინდე ,სათნოება და სულიერება სუფევდა . არანაირი ხმაური აქ მხოლოდ მინორული ბგერები ქმნიდნენ სასიამოვნო ნიავს რომელიც მაძლიერებდა, შემეძლო არაფერზე მეფიქრა მხოლოდ მომესმინა და დამესვენა ყოველივე ყოფიერისგან, მიწიერისგან და სიბილწისგან. ეს ჰარმონიის სამეფო იყო , რომელიც ედემივით მამშვიდებდა და ის რაც ჩემს გარშემო იყო ბედნიერების ცრემლებით ინამებოდა.... III ეს რა იყო ალბათ მომესმა, მაგრამ ის კვლავაც მეორდებოდა , გრძელდებოდა და მე მესმოდა როგორ იორთქლებოდა მისი სიმები. ის არსებობდა , ის არ იყო ჩემი შთაგონება, ის რეალურ სამყაროში გამოგზავნილ ანგლოზს გავდა მართალია მე ის არასდროს მენახა მაგრამ ამას ვგრძნობდი, ვგრძნობდი მის სულში მძვინვარე ყველა ქარიშხალს , ვგრძნობდი თუ როგორ ელვარებდა მისი თვალები დაკვრისას და აი მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, ის უნდა მეპოვა.... ღამემ მასზე ფიქრში გაირბინა , ინტერესი მკლავდა თუ როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა, ვღელავდი იმაზეც მოხვდებოდა თუ არა ეს პაემანი ოდესმე, მე ვნახავდი მას ? აი რა მაინტრიგებდა. შევძელი იმის გაგება, რომ ეს საგალობელივით წმინდა ხმა, რომელიც ყველაზე მეტად შთამაგონებდა ჩემი ბინის უკან მდებარე პატარა სახლიდან ისმოდა. ჩემი ფანჯრები მას გადაყურებდნენ. დღისით არასდროს გამიგონია მცირედი ხმაურიც კი , არც დავინტერესებულვარ რადგან მხოლოდ ჩემს სამყაროში ვიყავი ჩაკეტილი, ვფიქრობდი რომ იქ არავინ ცხოვრობდა ან თუკი ცხოვრობდა აშკარად ჩემს იტალიურ ეზოში მცხოვრებ ხალხზე მშვიდი იყო, მათი სახლებიდან ხომ ყოველ ღამით იფრქვეოდა ღრეობისა თუ კამათის ხმა. მესმოდა ახალდაბადებული ბავშის ტირილიც, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, რადგან ახალშობილთა ხმა სიცოცხლეს ხიბლს მატებს. IV მზემ თავის სამფლობელოს კავკასიონის ქედიდან გადმოხედა, იღიმოდა პირველ გაელვებამდე, შემდეგ კი ცამ ცრემლები ვერ შეიკავა ასეთი დიდებული სანახაობით ტკბობისას და დედამიწის გვალვისაგან გაფითრებული ზედაპირი აატალახა. მე ამინდი ვერ შემაკავებდა, თანაც წვიმა, ის ხომ ყველაზე სევდიანი და გულწრფელია, ადამიანებს და წვიმას შორის განსხვავება ის არის რომ წვიმას არ შეუძლია იყოს ყალბი, ჩვენ კი თითქმის ყველაფერს ტყუილით ვაშენებთ , მიუხედავად იმისა რომ ვიცით ის ადრე თუ გვიან დაინგრევა და კვლავ ამ ატალახებული მიწის ნაწილად იქცევა ისევე როგორც ჩვენ, ადამიანები. „მიწა იყავ და მიწად იქცევი“. ჩემი წიგნებისაგან დანესტიანებული ოთახი მივატოვე, კარი ჩუმად გამოვიხურე, თითქოს ვცდილობდი მოჩვენება ვყოფილიყავი რომელსაც სამეზობლოს მახვილი თვალიც კი ვერ შემაჩნევდა. იქნებ ასეთი იდუმალებით დავკავშირებოდი ჩემს მევიოლინეს, რომელზე ფიქრიც მოსვენებას არ მაძლევდა. ჩემი უჩიმაჩინობა მაშინ გაქრა როდესაც ძველ და დაჟანგებულ კიბეზე ფეხი გადავდგი, ის ისე აჭრიალდა, რომ ყველა შიდა ფანჯრებში და აივნებზე გადმოეყუდა, ადამიანი რომელსაც იდუმალება მსურდა ყოფიერების ბურუსში გახვეული ბრბოს ყურადღების ცენტრში მოვექცი. მაშინ მეც დროებით ამ ბრბოს ნაწილი გავხდი და წელში გამართულმა ჩავირბინე დარჩენილი საფეხურები. ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა, როდესაც ჰორიზონტიდან გავქრი. მივაბიჯებდი ნელი ნაბიჯით ქვაფენილზე, ვიცოდი რომ მას სულ რაღაც ასი მეტრი მაშორებდა, ან შეიძლება უფრო ცოტაც , მაგრამ მაინც ეჭვი მეპარებოდა მის არსებობაში, მეშინოდა ის ჩემი წარმოსახვის ნაწილი არ ყოფილიყო, ილუზია რომელიც უზომოდ მხიბლავდა. როდესაც სახლის ზღურბლთან აღმოვჩნდი შევჩერდი, ჩემი ყურადღება მიიპყო მისმა ეზომ, რომლის ხის ღობე და კარიბჭე სიძველისაგან გახუნებულიყო, შიში მიპყრობდა მაგრამ მისი ნახვის სურვილი უფრო ძლიერი იყო და ამ დამბრკოლებელ გრძნობას მიხშობდა. ეზოს კარი შევაღე , კარიდან ხმელი ფოთლები და ღრიჭოებში მტვრისაგან ჩამჯდარი მიწა ძირს მიმოიფანტა. აშკარა იყო რომ აქ დიდი ხანია არვინ ყოფილა, ან მე ვცდებოდი და სხვა შესასვლელიც არსებობდა, ან იქნებ მართლაც მოჩვენება ბუდობდა ამ დროისაგან უმწეო სახლში . მე მევიოლინის ბუნაგში ვიყავი და აღარ ვაპირებდი უკან დაბრუნებას. წინ მივიწევდი და თან გარშემო სივრცეს ვათვალიერებდი, აქ არც ყვავილები იყო, არც ხეები, მხოლოდ მათი ნაშთიი და ფოთლები, რომლებსაც ნელი და მძიმე ნაბიჯებით ვტკეპნიდი. როდესაც მიზანს მივუახლოვდი შიში გაქრა, არადა ვფიქრობდი ის მუდამ ჩემს სულში იბუდებს და არასდროს მომცემს სიმშვიდის საშვალებასთქო, მაგრამ ვცდებოდი. ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია ადმიანს თუ ეს მართლა სურს. ღრმად ჩავისუნთქე და კარზე მსუბუქად დავაკაკუნე, მესმოდა თუ როგორ ატრიალებდა ვიღაც შიგნიდან საკეტს და თანაც არა ერთს, ალბათ ეშინოდა იმ დროის, რომელშიც არსებობა უწევდა. კარის ჭრიალმა გამომაფხიზლა ფიქრებისაგან და მე გავიგონე უმწეო ადამიანის ხმა, მან მომაგონა გი დე მოპასანის თხზულების „წუთისოფლის“ მთავარი პერსონაჟი ჟანა, რომელიც გაურბოდა ყველაფერ ყოფიერს და მხოლოდ ბუნების მშვენიერებებით ტკბობა ხიბლავდა, მისი მეგობრები მშვიდი ცა და გაზაფხულის ახალშობილი ფოთლები იყვნენ, რომლებიც სიცოცხლეს შთაბერავდნენ ხოლმე თავიანთი უმწიკვლო სურნელებით. ჩემი მევიოლინე არსებობდა და ის ახლა ჩემს წინ იყო ეტლში მჯდომი რომელიც გაოცებული თვალებით შემომყურებდა. მისი გიშრისფერი თვალები ისე ღრმად მითრევდნენ რომ თვალ ვერ ვწყვეტდი, ალისფერი კულულა თმა , ოვალური ფერმკრთალი სახე, ვარდისფერი პატარა ტუჩები, პატარა სწორი ცხვირი და წამწამბი რომლებიც ვერ ჩერდებოდნენ შფოთვისგან. ის თვით ანგელოზი იყო ამ ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე. სახლიდან ნესტის მძაფრი სუნი გამოდიოდა, დერეფანი შევათვალიერე და იქ ეზოსთან შედარებით სისუფთავე იყო. მე მისმა სიტყვებმა გამომაფხიზლა. - დიახ გისმენთ. ის, ის იმეორებდა ამ სიტყვებს და გაოცებული შემომყურებდა თავისის მგრძნებარე თვალებით. არ ვიცოდი რა მეთქვა ამაზე არც კი მიფიქრია და ცოტა ხნით ვდუმდი მხოლოდ ვუყურებდი. ის კი აგრძელებდა: - ცუდად ხომ არ ხართ ?, რატომ დუმხართ ? ახლავე წყალ მოგიტანთ, ხომ გნებავთ ? და აი მაშინ დაველაპარაკე პირველად მევიოლინე ანგელოზს. - არა, გმადლობთ თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან კარგად. - და ჩემთან რამ მოგიყვანათ ? არ მგონია ერთმანეთს ვიცნობდეთ, ან თუ ასეა მაპატიეთ მაგრამ არ მახსოვს. - სიმართლე გითხრათ მეც პირველად გხედავთ, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ უკრავთ იმ მშვენიერ მელოდიას ყოველ ღამით ? - ო, გთხოვთ მაპატიოთ თუ შეგაწუხებთ, მეც ვფიქრობდი ალბათ აჯობებს აღარ დავუკრათქო , ის მაინც ძველ იარებს მახსენებს და ეს არც ისე სასიამოვმოა. - არა , არა მე ეს არ მიგულისხმია. შევაწყვეტინე უნებლიედ . - თქვენი მუსიკა შესანიშნავია და ის მე დიდი შთაბეჭდილებებით მავსებს. - ეს სასიამოვო მოსასმენია, მაპატიეთ არც კი გაგეცანით, მე ლაილა ვარ და ამ სახლში ჩემს მოგონებებთან ერთად ვცხოვრობ. მისი სახელი გონებაში მკვეთრად აღმებეჭდა და მეუცხოვა. - გთხოვთ, პატიება თუ ვინმემ უნდა ითხოვოს აქ მე ვარ, მე შემოგეჭერით თქვენს სამყაროში, აი თქვენი მელოდია კი პირველივე მოსმენისთანავე იქცა ჩემი ფიქრების მეპატრონედ. მე უბრალოდ გაიანე ვარ. - ჩაის ხომ არ მიირთმევდით ჩემთან ერთად ?, თუ რათქმაუნდა დაკავებული არ ხართ. ეს სიტყვები ადამიანებს მონატრებული არსებასავით წარმოსთქვა და როგორ შემეძლო იმაზე უარის თქმა რაც ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. ჩემმა დუმილმა დაარწმუნა ის თანხმობაში და მთხოვა გავყოლოდი სასტუმრო ოთახისაკენ. ნელა მივიწევდით წინ, ხის იატაკი ისე ჭრიალებდა, თითქოს მის ქვეშ ქარიშხალი დაძრწოდა, კედლებიდან ღიმილით მოსილი ადამიანები იყურებოდნენ, მხიარული ბავშვები მშობელთა კისრებზე მოკალათებულიყვნენ და ბედნიერების ნაპერწკალს სურათზეც ტორვებდნენ. მივყვებოდი მას და ვხვდებოდი, რომ სულ მალე მოვისმენდი ერთი მხიარული ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას, რომელსაც ლაილა თავის მელოდიით ყვებოდა შუაღამისას. გზას ვაგრძელებდით და ეს დერეფანი იმაზე გრძლად მეჩვენებოდა ვიდრე სინამდვილეში იყო. წინ გზაჯვარედინი იშლებოდა , პირდაპირ უკანა ეზოში გასასვლელი კარი იყო, რომელიც სხვადასხვა კარდონებით და ძველი ფიცრებით ამოექოლათ, მარცხნივ ღვეზელის სუნით თუ ვიმსჯელებთ სამზარეულო იყო, ხოლო მარჯვნივ დიდი სასტუმრო ოთახი , მისი სამხრეთ კედელი მთლიანად მინის იყო , მასთან მცირე ზომის მგვალი ხის მაგიდა იდგა, გარედან შემოსული შუადღის მწველი მზე მასაც ახურებდა. იქ სავარძელი არსად იდგა, რადგან სახლის პატრონი საკუთარი სავარძლით მოძრაობდა . - შემოდით, მომმართა მან აღელვებული ტემბრით, შეგიძლიათ ამ სავარძლით ისარგებლოთ მითხრა მან და ჩრდილოეთ კედელთან მდებარე პატარა სკამისაკენ მიმითითა. მე კედელს მივუახლოვდი სავარძელი ხელში მსუბუქად ავიტაცე და მაგიდასთან მოვთავსდი. - ცოტა ხნით დაგტოვებთ, ჩაის დავაყენებ და დავბრუნდები , თან ჩემი ახლადგამომცხვარი ღვეზელიც მივირთვათ, დარწმუნებული ვარ სახლში დატრიალებულმა სურნელმა მადა გაგიღვიძათ. ვიყურებოდი გარშემო და იმაზე ფიქრი არ მასვენებდა რას ვაკეთებდი, მე ხომ ახალგაზრდა ეტლით მოსიარულე გოგონას ბინაში სიძველისაგან გამხმარ სახლში ვიყავი და ველოდი მასთან საუბარს, ჩემთან გულწრფელი აღიარება თავისი ტრაგედიისა არ ვიცოდი გაუახლებდა ჭრილობებს თუ უბრალოდ შვებას მოგვრიდა. წამიერად გაქცევა მომინდა მაგრამ , მიმიზიდა კედელზე ჩამოკიდებულმა მტვრიანმა ნახატმა , რომელზეც გამოსახული არსება ადამიანს გავდა, წამოვდექი და მივუახლოვდი , უბრალოდ ვუყურებდი და ტკივილს განვიცდიდი, ჩემს ვენებში სისხლი ბობოქრობდა და ვოფლიანობდი , და მაინც რა იყო ეს ნახატზე..... დაბნეული ვიყავი ასეთი მდგომარეობისაგან, სწორედ ამ დროს შემოაგორა თავისი ეტლი ლაილამაც და დაიძახა, რომ ყველაფერი მზად იყო. მე ვერც ნახატს ვწყვეტდი თვალს და არც ლაილას დაბნევა მინდოდა ასეთი ქცევით, მაგრამ ის ანგელოზი იყო და თავად მიხვდა ყოველივეს. - - ეს მუნკის ნახატია „კივილი“, დაიწყო თხრობა ჩუმი ხმით. ვხვდები რასაც განიცდი, რადგან პირველად მის პირისპირ ყოფნისას მეც ასე ვგრძნობდი თავს, ის ტელეპატივით თავში გიძვრება და ყველა ტკივილს ერთდროულად გიახლებს. დამიჯერე დიდხანს ყურებით მიეჩვევი. V პირისპირ ვისხედით, თითქმის არაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, მაგრამ მე მას ვხედავდი, მისი სული, მისი შინაგანი მე ირეკლებოდა იმ მინაში რომლიც კედლის მისიას ასრულებდა და ამ არსებას სამყაროს მიწიერებას ახსენებდა. ერთი გვერდიც კი არ ეყოფოდა მის ეპითეტებს, მასში ვხედავდი იმ მშვენიერებას რომელიც შეიძლება მხოლოდ ბუნებაში დაინახო, ის სრულყოფილება იყო. მისი არსებობის შესახებ სულ რაღაც ორიოდე დღის წინ შევიტყვე, თხუთმეტი წუთი გავიდა მას შემდეგ რაც ვიხილე, 900 ყველაზე ამაღელვებელი წამი, მაგრამ მე მას ვხედავდი... ის ყველაზე ფერადი ქმნილება იყო, რომელიც გარეგნულად მუქი ტონალობით გადაეფარათ, ან იქნებ თავად ეშინოდა სრულყოფილების, ეშინოდა ყოფილიყო განსხვავებული და გარიყული, ეშინოდა საკუთარი მშვენიერების ზემოქმედების , იქნებ სურდა ყოფილიყო არა იდეალური არამედ უბრალო, რომელიც შეძლებდა ეთამაშა იმ სპეკტაკლში რომელსაც ცხოვრება ჰქვია, იქნებ ისიც გამხდარიყო მთავარი პერსონაჟი რომელიც წუთისოფლის სიავეს შეეგუებოდა და შეძლებდა ტკივილის ატანას, რაც არ უნდა მეფიქრა ის ჩემს წინ იჯდა და ის არსებობდა, მე ვხვდებოდი, რომ ლაილა კაცობრიობის ცოდვების გამო იხდიდა. - რას საქმიანობთ? მან უკე დაბნეულობისაგან ვეღარ ვითვლიდი , რამდენჯერ გამომაფხიზლა თავბრუდამხვევი ფიქრებისგან. რა ჩვეულებრივ იყო საუბარი და არა არაჩვეულებრივი მოსაუბრე რომლისგანაც გამოფრქვეული შუქი თვალს მჭრიდა. - მე ბიბლიოთეკარი ვარ, განა შესაძლებელია გქონდეს ამაზე უკეთესი სამუშაო?!, წიგნებ მოჭარბებულ კედლებიდან ხომ მთელი სამყაროს სურნელება იფრქვევა, კაცობრიობის გრძნობათა ქარცეცხლი, რომელთაც არაერთი მკითხველისთვის დაუწვიათ გული , წარმოგიდგენია რამდენი ცრემლით დამძიმებულა დედამიწა, როდესაც ავტორთა შემოქმედება ზენიტში იყო, როდესაც მათი სიტყვები ადამიანებს ნებისმიერ დროსა და სივრცეში ახსნევინებდა წამიერ თუ მთელი ცხოვრების შეგრძნებათა არსს. იქ ჩემს ბიბლიოთეკაში , რომელიც ამავდროულად ჩემი სამკვიდრებელიცაა თავს მოხვეული ყველა აზრის დასათრგუნად ან გამოსაყენებლად შემიძლია მივიღო მითითებები დამძიმებული კედლებიდან. - ეს შთამბეჭდავია, თქვენ ჩემს წარმოსახვაში ის სამყარო გააცოცხლეთ რომელსაც მე გავუბივარ და რომელმაც გაზაფხულის ნახვის ძალა დამაკარგვიანა. ეს მინის კედელი ისეთი ხელოვნურია, ისე მიკლავს გულს რომ აქ შემოსვლა, შემოგორება დიდი ხანია მღლის, მაგრამ თქვენში საკუთარ თავი დავინახე, რომელიც შეიძლებოდა ვყოფილიყავი ამ ეტლისა და ამ სულთამხუთავი კედლების გარეშე. ალბათ დროა ჩემზეც მოგითხრო.... ლაიალა წვიმის წვეთს მაგონებდა , თითქოს ღრუბლებს თავისი ცრემლებით აეგო ის, რადგან გამხდარიყო იმ სამყაროს და ადამიანების ნაწილი, რომელსაც ყოველ დღე თუ ღამე ციდან უმზერენ, მაგრამ ისიც არ დაინდო წუთისოფელმა და ეს ალმასის გოგონა ნელ-ნელა იშლებოდა, იშლებოდა როგორც სულიერად ისევე ფიზიკურად, რადგან დამანგრეველი მიწისძვრა შინაგან სამყაროში, მზის შუქზეც გამოდის... - ეს ჩემი პატარა ბუნაგი ერთ დროს , ოცნების ქოხს მოგაგონებდათ ზღვის პირას, რომლის სარკმლებს მზის სხივები მთელი დღის განმავლობაში არ სცილდება, უფრო მეტიც იბრძვის რომ უსასრულოდ უმზიროს და არეკლოს თავსი ნათელ ფერთა გამა. - სამოთხეში ვიზრდებოდი, ჩემი მშობლები კი ჰარმონიის ერთგული ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, თვით სამყაროსაც. - წარმოიდგინე თხუთმედი წლის გოგონა თუ როგორ მისეირნობს ველოსიპედით შინისაკენ, თავს გაზაფხულის მზე უხურებს, მაგრამ ამ პერიოდის ჩვეული სუსხიანი ნიავი მის სხეულს აგრილებს, თმასაც ისე ურხევს თითქოს არფაზე უკრავდესოდა ყურთან ბედნიერების მომცველი მელოდიას უღიღინებს, ველოსიპედი ახალ ამოსულ ჯეჯილზე მიცურავს, როგორც ნავი ოკეანეში, თან ცდილობს მძიმედ არ იაროს რადგან ეს სათუთი გრძნობები გზად არ დასცვივდეს და შეინარჩუნოს სიცოცხლის ბოლო წამისათვის იმის მოსაგონებლად, რომ აქ ყოფნა ღირდა. - ასეთი იყო ჩემი ცხოვრება ჩემივე სიკვდილამდე და რომლის შემდეგაც მხოლოდ ვარსებობ და ამ არსებობასაც მალე მოეღება ბოლო.. VI ის ისე მითხრობდა ამ ყოველივეს თითქოს სულს იგრილებდა, მისი ტკივილი აღელვებდა ფიქრებს, რომლებიც ვიოლინოს სიმებზე ცრემლებად ილექებოდა და ყოველ მის შერხევაზე ლღვებოდა. ლაილამ აღარ იცოდა სად გაეფანტა ის განცდები რომლებიც უფრო და უფრო ამძიმებდა მის მდგომარეობას. ის ხომ ამ სახლში ისე იყო გამომწყვდეული, როგორც სარკოფაგში, მაგრამ განსხვავება ის იყო რომ აქ სინათლე ატანდა სარკმლიდან და იმის გახსენება, რომ ის სამყარო რომელმაც მას სიცოცხლის არსი გაუქარწყლა ისევ მის გარშემო არსებობდა და მასაც მომავალი მსხვერპლშეწირვისთვის ამზადებდა. უცებ ის დადუმდა, თითქოს არ იცოდა უნდა დაესრულებინა თუ არა ისტორია, რომელიც დღემდე საათივით მექანიკურად ამუშავებდა მის უაზრო ცხოვრებას. მან ამოისუნთქა ისე ძლიერად თითქოს აქამდე სუნთქვა ჰქონდა შეკავებული, გიშრის თვალები რომლებიც ცრემლებში ლივლივებდნენ შუშის კედელზე არეკლილ მზის სხივს მიაპყრო და განაგრძო, იმის თხრობა რაც აღელვებდა, როგორც მას, ასევე თვით უსულო და ამავდროულად ყველაზე სულიერ საგანს ვიოლინოს. - ხანდახან ბედნიერება ისე ქრება, მისით დატკბობასაც კი ვერ ასწრებ. - როდესაც შინ დავბრუნდი ჭიშკარი ღია იყო, ეს არც გამკვირვებია , რადგან დედა მიღებდა წინასწარ, რომ ველოსიპედი ადვილად შემომეყვანა ეზოში. ჩემ სახეს ღიმილი ემოსა , მითუმეტეს მას შემდეგ რაც დედის საფირმო ღვეზელის სუნი ვიგრძენი. ეს ღვეზელები ხომ ყოველთვის მიყვარდა იმ დღემდე, ახლა კი მხოლოდ იმიტომ ვაცხობ, რომ ხანდახან მგონია შესაძლებელი ყველაფერი უკან დაბრუნდეს და ის შავბნელი დღე უბრალოდ კალენდრიდან ამოიშალოს, ისევე როგორც ჩემი სულიდან ტკივილი. მან ცრემლები კანკალისაგან დამძიმებული ხელით მოიწმინდა და მხრებში გასწორდა თითქოს სურდა ერთხელ მაინც ჩაეხედა თვალებში იმ სიმართლისათვის, რომელიც რელობაში აბრუნებდა. - შეიგიძილია მითხრა რატომ სიამოვნებთ ადამიანებს ერთმანეთის ტანჯვა? სადღაც წამიკითხავს, რომ ჩვენ და ცხოველები ერთმანეთისგან იმით განვსხვავდებით, რომ ცხოველებს არ სიამოვნებთ ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენება, ხედავ ეს ველური არსებებიც კი ჩვენზე მაღლა დგანან.... - მე ერთი რამის თქმა შემიძლია ლაილა, ადამიანები სულიერი გადაშენების ზღურბლზე არიან, ბევრმაც გადააბიჯა, მაგრამ ერთეულები ყოველთვის რჩებიან და ვიმედოვნებ დარჩებიან იმ ბრბოსგან შორს, რომლებმაც ადამიანობის პატივი დათმეს.. ბრბო ყველაზე ადვილად სამართავი ძლიერი იარაღია, რომელმაც არაერთხელ დააყენა საფრთხის ქვეშ კაცობრიობა. - და თქვენი აზრით, რატომ ხდებიან ადამიანები ბრბოს ნაწილი? - შიში. - შიში იმისა რომ გარიყულნი იქნებიან ? - რათქმაუნდა ეგ ფაქტორიც მაგრამ, ის რისიც მოზარდებს გონიათ რომ მარტივია, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე რთულია. - დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ლაილას ბაგეებს ამ სიტყვების წარმოთქმისას ხმაში შიში შეეპარათ და მე მივხვდი რომ მას არ დასცალდა ეწუწუნა მშობლებთან გადაწყვეტილების თავად მიღებაზე, მას არ გაუვლია იმ ხიდზე რომელიც ბავშვობასა და რეალობას შორის არის გადებული, მე ვხედავდი არსებას, რომელიც ბავშობაში გაჭაღარავდა, მისი სული დაბერდა, გონება დაბრძენდა ხოლო გული ვარდივით დაჭკნა. მე ვუთხარი, რომ თუ არ შეეძლო ამბის დასრულება ამის გადადება შეიძლებოდა, ნებისმიერ დროს , როდესაც ძალას მოიკრებდა, მან კი მხოლოდ თქვა: დრო სწრაფია, ჩემთვის მეტისმეტად ნელი, მაგრამ დასასრული ახლოვდება.. ამ სიტყვებმა დამაბნია და ინტუიციამაც, რომელიც არასდროს მღალატობდა, ახლა კი ძალიან, ძალიან მაშინებდა. - სახლში შევედი, ღიმილი კი მძაფრმა სურნელა ამირია, რომელიც ამ ოთახიდან ყვიროდა, გარშემო არეულობა მძვინვარებდა, თითქოს ქარიშხალი შემოვარდა და რაღაცას ეძიებდა, იატაკზე ერთმანეთში ლაბირინთებივით არეული ნაბიჯებით იყო მოსვრილი, მინაჩამსხვრეული სურათები ძირს მიმოფანტულიყო და ამ ლაბირინთს ერწყმოდა. ჩემი ნაბიჯები ისეთი ჩუმი და ნელი იყო, რომ პატარა ბორძიკიც კი მაშინებდა. მივაღწიე იმ წერტილს რამაც ჩემი ცხოვრება დაასრულა და არსებობის სამყაროში გადამისროლა. ჩემი ოჯახი ადამიანთა მატერიალურ მოთხოვნილებებს ემსხვერპლა. ისინი გაქრნენ წუთისოფლიდან, მაგრამ მე დავრჩი, როგორც ნაშთი ამ შემზარავი ფაქტისა, რომელიც ყოველთვის იქნება ჩემი კოშმარების უფროოდენ კოშმარული საფუძველი. მე კი ამ სავარძელში, რომელიც ჩვენი ქმედებებივით ბრუნავს სევდამ მომაქცია. ეს ლაკონური წინადადება ჩემთვის ყველაფრისმთქმელი იყო. თხრობა დაასრულა, სახეზე შვება მოეფინა და გაიღიმა. VII მზემ გამოანათა,ისე ძლიერად, ისე მცხუნვარედ და სასიამოვნოდ, როგორც არასდროს. ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, პირველად ცხოვრებაში თავში ყველა ფიქრი გაქრა. უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში და ლაილას მოულოდნელად ვუთხარი: - უნდა გამომყვე, გთხოვ კითხვების გარეშე უბრალოდ გამომყევი. - და ჩვენ ქუჩაში უნდა გავიდეთ? - დიახ, ოღონდ ნურაფრის შეგეშინდება, მე შენს გვერდით ვიქნები. - მხოლოდ შენ. იქვე კარადაზე ჩამოკიდებული პლედი შევნიშნე, მივვარდი, ჩამოვხსენი და ლაილას მოვახვიე, რადგან გარეთ სუსხი იყო. ჩვენ გავაღწიეთ ამ სევდით გაჟღენთილი სახლიდან, ქუჩას მივუყვებოდით, მე ლაილას ეტლს ვატარებდი, რადგან ქვაფენილზე სიარული არც ისე მარტივი იყო მისთვის, გარშემო ფოთლების სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა და გვესმოდა, როგორ ეჩურჩულებოდა ნიავი ამავე ფოთლებს, ლაილას მშვენიერების შესახებ. ის ხმას არ იღებდა უბრალოდ უსმენდა ამ არეულ სამყაროს და იღიმოდა, ხან კი ცრემლებს ღარებიდან უკან აბრუნებდა, აღარ აძლევდა სევდას მასზე ბატონობის საშვალებას. მას უბრალოდ სიმშვიდე სურდა, უნდოდა შეეგრძნო სამყაროს მრავაფეროვნება, რადგან გრძნობდა უკანასკნელ ამოსუნთქვას, როგორც მე ვიგრძენი მასში, როდესაც თხრობას ასრულებდა. და აი ჩვენ მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. ბალახზე ვისხედით ორივე და ვუყურებდით როგორი უსუსური იყო მზე სიბნელის წინაშე. რა სათუთი იყო ეს განცდები და ლაილაც მათი ნაწილი იყო, ის ნელ-ნელა იშორებდა წუთისოფლის ტვირთს, რაც უფრო და უფრო აელვარებდა მისი ნაზი სახეს. მოულოდნელად მკითხა: - გაიანე, მეც დავიწყება მშთანთქავს ხომ ?, ისე გავქრები თითქოს არასდროს ვყოფილვა ამ სამყაროს ნაწილი. - არასოდეს.. ისეთი მკაცრი და ომეხიანი იყო ჩემი ტონი, რომ თავად შევკრთი. მე რიგითი არსება ვარ მაგრამ შენ სამუდამოდ ემახსოვრები სამყაროს, როგორც ღვთის ანგელოზი დედამიწაზე ფრთების გარეშე, როგორც ვიოლინოს ყველაზე სევდიანი აკორდი და როგორც ლაილა, რომელიც ღამის გუშაგია. - ახლა კი შეგიძლია თხოვნა შემისრულო? - ნებისმიერი, შეუძლებელი. - დაუკარი ჩემთვის. ვიოლინს დანახვამ გააკვირვა, რადგან ვერ შეამჩნია როგორც ჩავდე გამოსვლისას ეტლის ჩანთაში. გაეღიმა და გამომართვა, მისი ხელები ისე სათუთად ეპყრობოდნენ უკანასკნელ თანამგზავრს შორეული წარსულიდან, რომ თვალზე უკვე კარგა ხნის წინ მომდგარი ცრემლები ვეღარ შევაკავე და ისინიც თავნებად გადმოეშვნენ ჩემს კლდისებრ ღაწვებზე. ეს იყო მელოდია წელიწადის ყველა დროზე, სიკვდილზე , სიხარულზე, მზეზე, მთვარეზე, ჰაერზე, მიწაზე, წვიმაზე, ოცნებაზე, წარსულზე, იმედდაკარგულ მომავალზე, ფოთლებზე, ხეებზე , ქარზე, რწმენაზე და ყველაზე უმთავრესზე ჩემთვის ამ სამყაროში, რომელმაც რამოდენიმე წამის წინ მიაღწია ნათელ წერტილს, დახურა წუთიოფლის უკანასკნელი კარები და საბოლოოდ, ყველაზე ღრმად და მშვიდად ამოისუნთქა. 2015 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი