ატრაქციონები
ატრაქციონები უბატონოდ დარჩენილ საქანელას ვუყურებ და ვფიქრობ, რატომ არ უნდა დაიწყვიტოს ახლავე ჯაჭვები,მოიმტვრიოს მაჯები. ორ პოლუსს შორის არის მოქცეული. თითქოს მხურვალე მზე და მხეცი ქარი... ქარი, რომელიც მხოლოდ მისი კიდურების კვლავ არსებობაში არწმუნებს ბედის მწერლად ექცნენ და მელანი გაუთავდათ. ან სასრიალომ რატომ არ უნდა ჩაიმტვრიოს ხერხემალი, სხეულზე მხოლოდ მზის სხივები დასრიალებენ და გესლავენ მის უძრაო არსებობას ახსენებენ. აიწონა-დაიწონა ვერტიკალურად გასწორებულა თითქოს მოგონებებს ებღაუჭებაო, მასზე ჯერ კიდევ ვლანდავ ბავშვების მომღიმარ სახეს, როგორ შეუძლია წონოსწორობის შენარჩუნება, როდესაც საქანელა და სასრიალო მშრალ ყოფიერებას დამონებიან. ეს სამი ატრაქციონი ჩვენი ცხოვრების ეტაპებს ჰგავს: საქანელით ვიჭრებით ცაში და აღმაფრენით ვთვრებით, ჩვენში სიმყარეს ვებღაუჭებით, მაგრამ აიწონა-დაიწონაზე წონასწორობას ვკარგავთ და მიწაზე სრიალით ვეშვებით, მაგრამ მუდმივი მცდელობების ნაცვლად ბედს ვწყევლით და ღმერთს ვკიცხავთ. სკვერში ვზივარ, უბატონოდ დარჩენილ ატრაქციონებს ვუმზერ და ბავშვების ჟრიამულის ნაცვლად დროის ქვითინი მესმის. ეს ვისი ნაბიჯების ხმაა... ხმას მივყვები და დედა-შვილამდე მივდყავარ, რომლებიც სკვერზე ჭრიან გზას. ბავშვმა ალმაცერად გახედა საქანელას და დედის ნაბიჯებს დააკვირდა, თითქოს ელოდა მიმართულების შეცვლას, მაგრამ ხალისი პატარა გოგონასა და ატრაქციონებს შორის ვერშემდგარ კავშირად დარჩა. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი