სიკვდილთან მებრძოლი ფიდუჩია


პალერმოს მზე ცარიელ გზაჯვარედინებს სიცხით გესლავს.  ქალაქის საათი პატიმრობის დროს ქვიშით ითვლის და მოსახლეობას განთიადს აუწყებს.  დილის ექვსი საათი შესრულდა, ქუჩებში ალაგ-ალაგ მოძრაობა იგრნობა. კარანტინს შეჩვეული მოქალაქეები შიშით  სახლის ზღრუბლს აღარც დასაშვებ დროს აბიჯებენ.  მეც თვეზე მეტია სახლის გზა აღარ ვიცი. სავადმყოფოს კედლებში გამომწყვდეულს სიკვდილის შიში სულ უფრო და უფრო მიქარწყდება, იქნებ ამ ჯოჯოხეთში გარდაცვალება მართლაც ხსნა იყოს. ფიქრებიდან ფიდუჩიას ხმა მაღვიძებს,  ოდნავ შეყეფა და თანადგომის ნიშნად გვერდით ჩამომიჯდა. ფიდუჩია კრემისფერი ლაბრადორია, კორონასთან ერთად ისიც ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. სავადმყოფოში 2 თვის წინ აღმოჩნდა, როდესაც მისი მოხუცი პატრონი გრეტა დე ლუკა დაინფიცირდა და ჩვენთან დააწვინეს ვერავინ შეძლო ფედუჩიას გარეთ გაყვანა. სიკვდილამდე არ მოშორებია გრეტას კალთიდან და მისი დაღუპვის ღამესაც უცნაურ ფაქტს შევესწარით, იდგა მოხუცი პატრონის სასთუმალთან და ისე იქცეოდა თითქოს სიკვდილის ანგელოზს უღრენდა. მისდამი უდიდესი პატივისცემით აღვივსეთ, ამიტომ კლინიკაში დარჩენის საშუალება მივეცით, მანაც დაგვიფასა ნდობა და სულ ცდილობდა დაგვხმარებოდა. თქვენ გინახავთ ბახილებით და პირბადით მოსიარულე ძაღლი? აი, მე კი მინახავს და ის ჩემს საუკეთესო მეგობრად იქცა. ფედუჩია იყო გამრთობი ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც სიკვდილის პირას იყვნენ, იყო წამლებისა და აღჭურვილობის მზიდავი, თითქოს სიკვდილს ეჯიბრებოდა სირბილში, ისე შეყეფავდა ხოლმე ვაქცინის ექიმებთან მიტანისას ფინიშზე გამარჯვებისას შესძახებდა. რაც შეეხება მის სახელს, როგორც ჩანს გზაში საყელო დაეკარგა გრეტაზე ნერვიულობით, მოხუცი დე ლუკა კი უკვე უგონოდ იყო, ამიტომ თავად დავარქვით ერთხმად სახელი „ფიდუჩია“, რაც ნდობას ნიშნავს. ის ყოველთვის ამართლდებდა თავის სახელს. ფიდუჩია იყო მაცნე, ჩამოივლიდა ავადმყოფთა რიგებს და თუ ვინმეს გაუარესებას შეამჩნევდა მაშინვე ყეფას იწყებდა და გვიხმობდა, ასე მან უამრავ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. პაციენტებშიც პოპულარულობით სარგებლობდა, ხიშრად იღებდა ნუგბარს და ძვლებს საჩუქრად. ის ამას არც კი ითხოვდა, სხვაზე ზრუნვით თითქოს თვითონ ინაყრებდა სულს და ეს ჰყოფნიდა. მხოლოდ ღამით იყო ფიდუჩია ვიღაც უცნობი, რომელიც შეიძლება ისე გაცოფებული რომ ეკბინა კიდეც.  შებინდებისას მაშინვე გრეტას პალატისკენ მიემართებოდა, რომელიც მისთვის სალოცავივით იყო მიდიოდა და გარდაცვლილი პატრონის სასთუმალზე იძინებდა. ერთხელ პალატაში სხვა პაციენტი დახვდა, პატარა ბავშვი, რომელსაც პნევმონია უღებდა ბოლოს. გრეტას პალატაში სხვისი დანახვით ისე გაცობდა, რომ ექთანს, რომელიც ღიმილით მიეგება და სთხოვა არ ეხმაურა კბილებით ხალათა გაუგლიჯა, თითქოს ანიშნებდა გასულიყო და ის ბავშვიც თან გაეყვანა. ისე გრძნობდა თავს თითქოს მისი წმინდა ტაძარი შებღალეს და შეურაწყვეს. 
      სავადმყოფოში გამუდმებით ადგილების პრობლემა იყო. პაციენტები საკაცებებზე იწვენენ კოლიდორებში და სიკვდილიც მოურიდებლად ჩამოივლიდა ხოლმე მათ შორის.  ამიტომ ნიკოლოს სხვაგან გადაყვანა შეუძლებელი იყო. ნიკოლო როსი 9 წლის ბიჭუნა იყო, რომელიც სამწუხაროდ სულ მალე მშობლებს შეუერთდებოდა. ახლად შემოტანილი ვაქცინა ვერავის შველოდა მხოლოდ გარდაუვალ სიკვდილს გზას ოდნავ უგრძელებდა. ფიდუჩიას მიმართ პატივისცემა მეტად გაგვიმძაფრდა, როდესაც ვიხილეთ, როგორ ჩაქინდრა თავი იმ ექთნის წინაშე, რომელსაც ხალათი შემოახია, მისი ეს მანერა ბოდიშის მოხდაზე გვანიშნებდა. შემდეგ კი გრეტას პალატისკენ ნიკოლოსთან გაეშურა და ბიჭუნას ბოლო წუთამდე გვერდით ეჯდა, ეთამაშებოდა, ლოკავდა და სავადმყოფოში ნაპოვნ სათამაშოებს უზიდავდა. ფიდუჩიამ განუსაზღვრელი გულმოწყალება გამოავლინა, თავისი მწუხარება დააიგნორა და მთელი ძალით უმსუბუქებდა ბიჭუნა სიკვდილის სიახლოვის სულთამხუთველ ტკივილს. 
     ნიკოლოს სიკვდილიც ფიდუჩიამ გვაცნობა. მთელი ღამე ძაღლის ყმუილი აზანზარებდა სავადმყოფოს კედლებს, ათასობით სიკვდილის ხილვის შემდეგ ასეთი მწუხარება არავის გამოუმჟღავნებია, თითქოს საბოლოოდ ფიდუჩიასაც ჩამოაუარა სიკვდილის ქარავანმა და ისიც ნიკოლოსთან  ერთად გაჰყვა მას. 
    მაშინ როდესაც ცხედრებს ერთად აგროვდებნენ და შემდეგ კრემაციას უტარებდნენ, როცა კორონამ ადამიანებს წაართვა ერთმანეთის პატივისცემის ძალა და შესაძლებლობა.  ფიდუჩიას მთელი სავადმყოფო გლოვობდა. საკაცით გაასვენეს სავადმყოფოს ეზოში და ოჯახის წევრივით წრფელი ცრემლით დაიტირეს.  მისი საფლავი კი კორონასთან მებრძოლი ექიმებისთვის იქცა სალოცავ ტაძრად, სადაც იმედდაკარგულები და ქანცგაწყვეტილები სიმამაცის მოსაკრებად მიდიოდნენ. 
    დიდხანს ისმოდა პალერმოს სავადმყოფოში ფიდუჩიას ყეფა, რომელიც იმედის ხმად დარჩა და სიკვდილს გარდაცვალების შემდეგაც აფრთხობდა.  ეს იყო ძაღლი, რომელიც მწუხარებამ დაასნეულა და მაინც უძლურთა ნაცვლად იბრძოდა.
    პაციენტებისა და ექიმების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა პირბადითა და ბახილებით შემოსილი ლაბრადორი,- სიკდვილთან მებრძოლი ფიდუჩია.

სალომე ბზარაშვილი 
18/11/2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი