31დეკემბერი 21:56.ქუჩაში აურზაურია.აქ ..
31დეკემბერი 21:56.ქუჩაში აურზაურია.აქ სულიერებს თვალები შეუცვლიათ.ღიმილი,ღიმილი ხომ იშვიათადსტუმრობდა მათ ბაგეებს.არც ასე კუნტრუშით იკვალავდნენ ხოლმე უსასრულოდ მომზირალ ბილიკებს.ადრე ხომ უფერულ ყოველდღიურობას ნებდებოდნენ და მსხვერპლად ეწირებოდნენ,ახლა კი გაურბიან მას.როგორც ჩანს,სიახლის მოლოდინით მათი გულები უამრავ დარტყმას ანხორციელებენ.ეს იმდენად შესამჩნევია,რომ შიშიც კი მიპყრობს საგულედან არ მოწყდეს ეს გრძნობებით გაჟღენთილი ორგანო და ფერფლად არ იქცეს.ბრბოს არაფერი ანაღვლებს,მათი გონება ნელ-ნელა აძევებს მიჩქმალულ მოგონებებს,ყველაფრის წარსულში დატოვებას ლამობს და ასე გაძარცვულივით სრულიად სპეტაკი მისკენ მონარნარე მომავლის აღბეჭვდისათვის ემზადება.ხალხი სწრაფად მოძრაობს,აი უკვე ერთმა მიაღწია ფინიშს.თურმე სად მიეჩქარებოდათ მთელი არსებით აცანცარებულებს.სახლი,ოჯახური იდილია,მოკაზმული ნაძვის ხე,ბუხარში მოგიზგიზე მოყვითალო-მოწითელო ალების ნაკრები,რომლებიც უხვად გასცემს ნაპერწკლებს და არემარეს ნათებით აჯილდოვებს,სადღესასწაულოდ გაწყობილი მაგიდა,რომელზეც მოთავსებული კერძები იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურება,რომ ძნელია ცდუნებას გაუძლო.ალბათ სწორედ ასეთი გარემოს მოლოდინი არ ასვენებდათ მათ,თუმცა ლოდინის ჟინს კვლავაც არ იკლავენ.ნეტავ ხედავდეთ თუ როგორ იღვწიან იმისათვის,რომ არ შეიმჩნიონ ღელვა,ეშინიათ,რომ ზუსტად 12 საათზე ვერ მოახერხებენ სურვილის ჩაფიქრებას და ნატვრა აუხდენელი დარჩებათ.საინტერესოა,ყველა ასეთი ხალისიანი მღელვარებით ხვდება ახალ წელს?წეღან ქუჩაში იმდენად გამიტაცა ადამიანების შინაგანი რაობის შესწავლის განზრახვამ და იმდენად ზუსტად გამოტყორცნეს დაკვირვების ობიექტებმა ჩემი მიმართულებით ბედნიერებით გასკდომამდე მიღწეული გუნდა,რომ ერთი ერთი გოგონა გამომპარვია თვალთახედვიდან.იქნებოდა დაახლოებით 10-11 წლის.მხატვრობის კვალ დამჩნეულ კედელთან მიკუნტულიყო,სახეს გამხდარი თითები უფარავდა,თუმცა ადვილი შესამცნევი იყო ცრემლი,რომელიც წვეთებად იღვენთებოდა გაცრეცილ ასვალტზე,დრო და დრო მოიწმენდდა ხოლმე სველ სითხეს და დაცვარული ხელებით ეყრდნობოდა კედელს,გოგონას ცრემლის ნაწილისა და შესაძლოა შედევრად ჩასათვლელი კედელზე ასახული სილუეტების შეჯახება საუცხოო კონტრასტს ქმნიდა.მისი თვალები ისეთი დაძარღვული,ჩაწითლებული და ამავე დროს მეტყველი იყო,რომ მაშინვე შეძლებდით ამოგეკითხათ ეპიზოდები გოგონას ცხოვრების ისტორიიდან.აშკარა იყო,რომ მთავარი პერსონაჟი ტრაგიზმით განმსჭვალულ ყოფას ,,სხვა რა გზა მაქვს"-ფრაზით ხვდებოდა და ეგუებოდა.უეცრად გაისმა ზარების ჟღარუნი,რომელიც 12 საათის მოსვლას ამცნობდა ქვეყნიერებას.გოგონამ ყურები ცქვიტა და პირის ნაზი რხევით შეეცადა ბგერების გაჟღერებას:,,თოვლის ბაბუ,იცი?მშია".ესღა თქვა და მისი ნაკვთები კვლავ სველმა სითხემ დაასველა,უკვე ვეღარ აჩერებდა ცრემლების ნიაღვარს,თითქოს სურდა მისივე შექმნილ ტბორში დამხრჩვალიყო.გოგონას ცქერით მონუსხულსდა განცვიფრებულს იქვე ბავშვის ხმა შემომესმა,რომელიც ამრეზით შეჰყურებდა ტირილისგან მისავათებულ გოგონას და ,,თოვლის ბაბუას"მიერ გამოგზავნილ საჩუქარს ახარბებდა.ეს ჩვეულებრივი ბავშვი იყო,მშობლებისგან განებივრებული და იგი ემსგავსებოდა ფუფუნებით გამოწვეულ,უსახურ სურვილებს.ისევ ხმა,მაგრამ ეს იყო უკვე სარკმლის გაღების გამო.ესეც ბავშვი,გადმოყუდებულიყო და ცის თაღს არ აშორებდა მზერას,საყვარლად აფახურებდა წამწამებს და ცდილობდა სიტყვები შეეკოწიწებინა,რადგან პატარა იყო,ჯერ კიდევ ენა ეხლართებოდა საუბრისას.,,თოვლის ბაბუ,მე იცი ლა მინდა?დედიკოს სურნელი,ქო მომიტან?"უცებ მამაკაცმა,სავარაუდოდ მამამ ბავშვი ღიტინით და ამბორით ჩამოაშორა ფანჯარას.გავშეშდი,უსაზღვრო სივრცეს მივშტერებოდი და ფიქრს მივეცი თავი.საოცარია არა,ზოგი შინ მიიჩქარის სასიამოვნო მომენტებისთვის,ზოგს სახლიც კი არ აქვს და ისღა დარჩენია საკვები ისურვოს,რადგან შიმშილი კლავს,ზოგს ყველაფერი აქვს ცხოვრებაში და კიდევ რაღაც სურს,თან ისეთი,რაც უმნიშვნელო და უინტერესოა,ზოგს კი დედის უნახაობა სტკივა,არ ახსოვს მისი თვალები,ხმა,მხოლოდ მისი სურნელი ებუნდოვნება და უნდა უფრო ახლოს შეიგრძნოს ის.დიახ,ყველა მღელვარებით ხვდება ახალ წელს,თუმცა ხალისიანი მღელვარებით ცოტა.ფიქრში დამათენდა,უკან მივიხედე და გოგონა აღარ დამხვდა,შევცბი,უმისამართოდ დავიწყე თვალების ცეცება და შევნიშნე წყვილი,რომლებიც ეხვეოდნენ მას,აძლევდნენ ფუნთუშას და ბედნიერ მომავალს პირდებოდნენ.გამეღიმა,გავბრუნდი და ნაბიჯების თვლას შევუდექი თავის გასართობად.ჩავიარე იმ სარკმლის წინ,რომელსაც ბავშვის პირტრეტი კვლავ ამშვენებდა.,,მადლობა თოვლის ბაბუ,მიკაქალ".წარმოსთქვა და გაუჩინარდა.კვლავ გამეღიმა.მესამედ კი გამერიმა მაშინ,როცა ის აბეზარი ბავშვი დავინახე,რომელიც უკვე მობეზრებულად უყურებდა მის საჩუქარს და ჩვეულებისამებრ წუწუნით მიიწევდა სახლისკენ.თქვენ წარმოიდგინეთ მეოთხედაც გამეღიმა,ირგვლივ ჟრიამულის მაგივრად ოხვრა რომ ისმოდა:ზოგს თავი სტკიოდა ზედმეტი დალევისგან,ზოგი მუცლის მასაჟებს იკეთებდა,ღორული ჭამის გამო,ტკივილი რომ დაეამებინა,ზოგი კი უბრალოდ იჯდა,ან ტელევიზორს უყურებდა,ან სხვა რამით გაყავდა დრო.ისევ გაუფერულდა,განაცისფრდა გარემო.ცხოვრების რიტმი ამ შემთხვევაში და აქ არ შეცვლილა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი