სიყვარულის ლაქია


გადავიღალე,მეცხოვრებამ უკან დამხია
და სიყვარულის სარეცელზე გავხდი ლაქია.
მტანჯველ ბილიკებს გავუყევი,ბნელს და ავდრიანს.
იმედის სხივი დამეკარგა,მან შორს გასწია.
სულ გაწუწული ჩამოშავებულ ცას შევყურებდი,
ყველაფრის გამო თითქოს პასუხს მისგან ველოდი.
თუმცა ის დუმდა,როგორც მკვდარი,მიცვალებული.
სულს მიზარავდა მოგონება გლოვად ქცეული.
წვიმის წვეთები უფრო და უფრო ცრემლს მიღვივებდნენ.
სევდამ მოიცვა სულ გარემო,ირგვლივ ყოველი
და ვგრძნობდი ცენტრში კვლავაც მხოლოდ ჩემს არსებობას.
ემსგავსებოდნენ მათ იდეალს,როგორც ყოველთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი