მე ანგელოზი ვარ ..


მე ანგელოზი ვარ,
მე ყოველთვის ჩამოვალ შენთან.
მოვალ უკუნეთს და მიგიკრავ
გულ-მკერდზე ნელა.
მე უხილავად მოგაცილებ
ცრემლებს და სევდას.
ხელი მიბოძე,ცუგრუმელავ,
შენთან ვარ,მხედავ?!
პირველ ნაბიჯებს მე დავითვლი,
გადადგმულს შენსას.
სიტყვის კონვისას მე მოგაწვდი
ბგერების ნექტარს.
მე გიწინამძღვრებ ცხოვრებაში
ყოველთვის,ყველგან.
ზეციდან ვუმზერ,ყოფას ბედნიერს,
თავს დამტყდარს შენად.
ვუცქერ კანკალით პორტრეტს ჩემსას
მიტანილს ხელთან.
შენს თლილ თითებით
დამშვენებულ ჩარჩოსაც ვხედავ.
მარგალიტებით შემკობილი
ლოყების შემრცხვა,
მწვანე თვალების ელვარებით
გაპობილ მჭვრეტავს.
გული მარგუნე,ცუგრუმელავ,
მომეცი ნება,დამესადგურა
მის წიაღში ფარულად,მედგრად.
ნუ დაიდარდებ,ცუგრუმელავ,
შენთან ვარ,შენთან.
მე ანგელოზი ვარ,
მე ყოველთვის შემიგრძნობ ყველგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი