მონანიება


ხალხი ირევა,ვითა ბრბო ვრცელი.
ყველა თავისი მიზნისკენ ილტვის.
სხვა არ ადარდებთ,მათგან მიდიან
და საუკუნოდ ტოვებენ ტკივილს.
ყველა ჩვენგანი ეგოისტია,
თვალთმაქცობა და სიძუნწეც თან გვსდევს.
ეს თვისებები ჩასაქოლია,
რადგან ის მხოლოდ სულით გვამდაბლებს.
ადამიანო!რად ბრძოლობ შენთვის?
ხომ შეიძლება სხვაზეც იფიქრო.
დახმარებაა ამქვეყნად ძნელი,
თორემ მიგდებას არაფერი სჯობს.
გზად მივდიოდი მარტო,ეულად
და შევყურებდი ბრბოს ალმაცერად.
თითქოს მათ ვთვლიდი გადარეულად,
მათგან ველოდი გამოკეთებას.
უმალ შევჩერდი,თავი დავხარე,
ძირს მათხოვარი ეგდო უღონოდ.
ის შველას მთხოვდა,მევედრებოდა,
რომ ერთი გროში მიმეც მხოლოდ.
თავი ავარიდე,მას განვეშორე,
არაფრის ღირსად ჩავთვალე იგი.
გზა გავაგრძელე და კვლავ დავიწყე
ხალხის განკითხვა,არ მქონდა რიდი.
მე მათ საქციელს არ ვამართლებდი,
მარტო ლანძღვაში ვლევდი ცხოვრებას.
მას ვერ ვხვდებოდი,რომ ეს ქმედება
ანადგურებდა ჩემს პიროვნებას.
ჩემს თვალში ბეწვის ნახვის მაგივრად,
სხვის თვალში სწრაფად ვხედავდი დირეს.
წეღან მე,რომ ვთქვი იმ ბრბოს ნაწილი
ჩემდაუნებურად ვხდებოდი კიდეც.
ეს გავიაზრე,ბევრი ვიფიქრე,
ბევრჯერ დავწყევლე ჩემი არსებობაც.
ტაძრისკენ გავეშურე და როცა მივედი,
ჩუმად ვუსმენდი მე ტკბილ გალობას.
ასე მდუმარედ ვიდექი დიდხანს,
კვლავ სევდას მგვრიდა ნაზი ჰანგები,
ის მახსენებდა ცოდვებს,საზარელს,
მათ ჩამირაზეს სულის კარები.
ამ სულში ეშმაკს დაედო ბინა,
მას არ სწყუროდა ჩემგან შორს წასვლა,
არ მცილდებოდა,არ მშორდებოდა,
რადგან უნდოდა ჩემი გაძარცვა.
კეთილი ჩემში მიჩქმალულ იქმნა,
ვერ ვიაზრებდი გადადგმულ ნაბიჯს.
ეშმაკმა მიქნა,მან დამატყვევა,
მან დამიტოვა სულში ეს შრამი.
მე ჩავაბარე უფალს აღსარება,
მუხლი მოვიდრიკე და ავქვითინდი.
იგი მესაუბრა,იყო საოცრება,
ცხადად დავინახე მისი ღიმილი.
ის მათხოვარი მე ვიყავიო,
რომელიც ასე მიაგდე ურცხვად,
ამ გამოცდაში შენ ჩაიჭერი
და მოიქეცი ძალიან ცუდად,
მაგრამ თვალები აგიხელია,
გამოსწორების გზას გაჰყევ უმალ,
კეთილმა სძლია ბოროტსა შენში,
დაე ის იყოს ბატონი მუდამ.
ეს სიტყვები თქვა,მერე გამშორდა,
მივხვდი,რომ მომცა მეორე შანსი,
შვება ვიგრძენი და წამოვდექი,
მაცხოვრის ხატთან მივედი კრძალვით.
სამადლობელი ღმერთს შევავედრე,
პირობა დავდე სწორად ცხოვრების,
მე შევიგრძენი ჭეშმარიტება,
რომელიც მხოლოდ ქრისტეს ეკუთვნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი