ფრთები გვაკლია ჩვენ ერთად ფრენამდე


ცაში გაფრენამდე ჯერ ალბათ შორია,
ისევე როგორც ჩემიდან შენამდე,
ეს ხომ ნათელია, ეს ორჯერ ორია,
რომ ფრთები გვაკლია ჩვენ ერთად ფრენამდე.
გაშლილი მინდორი, ქარი გცემს სახეში,
ხელები გაშალე, ხმამაღლა ყვირიხარ
და ხვდები გაები ოცნების მახეში
გული სადაც გიწევს იქითკენ მიდიხარ.
გაშინებს წვიმა და ავდარი გაჩერებს,
მეც ვხვდები ძვირფასო შორია შენამდე
და ეს არ უარყო, რადგან დროც გვაჩვენებს,
რომ ფრთები გვაკლია ჩვენ ერთად ფრენამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი