"არავინ არსაიდან"


მე ვარ არავინ არსაიდან, ვცოხვრობ ქვეყანაში რომლის არსებობის არცკი ჯერათ. საზოგადოება განწირულია სამარადისო დასამარებისთვის . აქ სითბო სიყვარული და თანადგომა ცოდვა, რომელსაც მამაოცკი არიბარებს აღსარებად. მოდადაა ქცეული ტაძრებში სიარული მონანიება და შემდეგ იგივე ცოდვის ჩადენა. ქვეყანაში გასართობი მხოლოდ ერთმანეთის დაცინვა. ზურგს უკან დანის ჩარტყმა და ათასი უმსგავსობა, მოკლედ ასე და ამგვარად ჩემო ლმობიერო და კეთილო ადამიანებო შარში ვართ.

თენდება დღე რომელსაც თავის არსებობის მასაცკი არჯერა . გავდივარ გარეთ სახები იგივეა ცივი, უსიცოცხლო და არაფრის მთქმელი. ნეტავ როდესმე მიხვდებიან რომ რას სჩადიან? ეს არვიცი მაგრამ როდესაც არუნდა მიხვდნენ დაგვიანებული იქნება. საზოგადოებრივ ტრასპორტში ჯდომა რჩეულთა ხვედრია, რათქმაუნდა თუვინმე არგყავს მოკლული , არ გაქვს ნაქურდი ან ვინმე არდაგიმცირებია ამშემთხვევაში ყველა პატივისცემით გექცევა და ამაყობენ კი არა უფრო ეშინიათ და მშვენივრად გრძნობენ თავს. საჯარო  ბიბლიოთეკებში წიგნებს წვავენ რადგან არარელიგიური გონიათ იგი . მთავარი დასაწვავი წიგნი "ჰარი პოტერია " მას ყველა კითხულობს მაგრამ არავინ ამხელს ეს ხომ უდიდესი ცოდვა ცოდვებს შორის. ხო კიდევ სულ დამავიწყდა აქ სიყვარული მოდიდან გადასულია ეს სირცხვილია მხოლოდ ზიზღი, ზიზღი და ზიზღი უპირველეს ყოვლისა.
მოსაღამოვდა გავეშურე სახლისკენ რამდენიმე ადამიანის დამცირება მომიხდა " საზოგადოებრივ ტრასპორტში " რომ თბილად გამეთია ღამე.
მივდივარ ქუჩაში მესმის ყვირილის ხმები, რომელიც ასე ჟღერს : მიშველეთ , ადამიანები არხართ, მიშველეთო და რამდენიმე წუთში სიჩუმე დაისადგურებდა ხოლმეიმ სიბნელიდანკი ჩანთით დასისხლიანებული კაცი გამოდიოდა. ისეთი რამ ჩაიდინა რო ყველა იამაყებდა მისით ეს ჰობი იყო და ნეტი არაფერი. მივუახლოვდი სახლის კარებს ფრთხილად გავაღე გავიხედე მარცხნივ და მარჯვნივ ვინმე არყოფილიყო, შიგნით ლამაზი დანით ხელშჰი ჩემი მოკვლა რომ ექნებოდა განზრახული.

 არავინ არიყო დავწექი საწოლზე დამღლელი დღის შემდეგ ხვალ სამსახურის საშოვნელად უნდა გავსულიყავი ამაზე ფიქრიკი მკლავდა. მაგრამ  ვიცოდირომ არაფერი გამოვიდოდა და ესე წლები გავიდოდა სამსახურის ლოდინში. წამოვდექი მინდოდა რამე გამეკეთებინა გავაღე ფანჯარა და ვუყურებდი მთვარეს, მთვარე რომელიც ვარკსვლავებს ტანგოს ეცეკვებოდა, რაღაც საოცრად და ამაღელვებლად თვალი ვერ მოვწყვიტე ვუყურებდი სათოობით და ვტკბებოდი მათი სიცოცხლით. რადგან დიდი ხანია მე გარდავიცვალე არა ხორციელად არამედ შიგნიდან კვლავ დავხურე ფანჯარა და დავჯექი უსიცოცხლოდ სკამზე."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი