დიალოგი
- სად გინდა რომ ნახო სამოთხე? - მიწაზე, - ღმერთს რატომ ემდური? - ვერ ვნახე, მომბეზრდა, - რა არის ცხოვრება? - გრიგალი ქვიშაზე, - რა გინდა რომ იყოს? - არ მიღირს ოცნება, - ღამეში რა გიყვარს? - არ მიყვარს, მაშინებს, - და დღეზე რად ჯავრობ? - მას რომ დროს უყოფდა, - მთვარე რად გიზიდავს? - ის ფიქრებს ამშვიდებს, და ალბად არ ღირდა მისი უარყოფა, - სიკეთე სადაა? - ნაგავში, ურნებში, - წერა თუ ზეპირი? - აქ მაინც ერთია, - რა ვერ გაგიგია? - წამები, წუთებში, ხშირად კი დროში ორივე ნაკლებია, - რას ნანობ? - არაფერს, არა აქვს მნიშვნელი, - რას ნატრობ? - გაქცევას მიწიდან, ხალხისგან, - სიკვდილი გიზიდავს? - არა, ის მიშველის, - მას მხსნელის რას ატყობ? - რომ წლები არ ღლიდა. - და ზევით ვინ გელის? - ალბად ღმერთს ვნახავდი, - ის რომ არ არსებობს? - არც შენ. და ნახვამდის. selassie
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი