მე შევამჩნიე წარსული
მე შევამჩნიე ცხოვრებას აზრები, ვიფიქრე წარსულზე და მომავალზე, მე შევეცდები დავთქვა ფიქრები, წუთში წამებს რო ელავენ მიზნებით... აი ცხოვრების ბოღმა წარსული, მომავლის სულით გატეხილი ფიქრი, ვიჯერებ აწმყოს წარსულზე მოთქმით მათზე საუბარს უბრალო ბოდვით... ცხოვრებამ გასცა წლები და კიდე მეტნი, და საუკუნის მიჯნაზე,ნისლში, ღმერთი უარყვეს უგულო რწმენით , მათ საფლავებზე დაღვრილი ცრემლით... ჩემთვის უთქვიათ ,ვერ დაიჯერებ,თუ რა იქნება წლების მერე, გარიყულმა ხალხმა ვერ გაიყო გული,ვერ დაფლითა შურით მომკვდარი სული.... და მათი აზრი,ამ ცხოვრებაზე? ვერ ნახეს ხვედრი,ვერ ჰპოვეს ნაკლი ,გოლგოთას ჰპოვეს იესოს ჯვარი,შოთამ დაწერა ლექსების ზვავი,. არა,უნდა მჯეროდეს სიმართლის,მე ხომ ცხოვრებას თითზე დავითვლი,არა უბრალოდ ვიწამებ უფალს,ღმერთო მომეცი ძალა დავითის. ძველად აქ ხომ ბევრ რამეზე ბჭობდნენ,მირზამ სიყვარულს ხო მისცა ასაკი,რატო დამტანჯავს ეს აზრები მარტო.აჰა მორჩა ამ ბრძოლაში ვმარცხდები. მე ფეხზე დგომა ვისწავლე მარტო,პირველი წაბორწიკება,პირველი ნაბიჯი,ეჰ დაივიწყე წარსული მოგონებებში,მე ხომ ამ ფიქრებით ცხოვრებას გავცდი. ახლა რისი უნდა მჯეროდეს,ააა?ან რისი უნდა მწამდეს, ყველა თავი ერთურთს რო ჰგავდეს,ეს წარსული ახლა ხო არავის ავნებს?! 17 წლის ვარ,ბევრი არ გამივლია, ვისწავლე მეტი ფიქრების წყობა, ეხლა რო მითხრა გენაცვალე,შენ ხო ცხოვრების წამი არ დაგითვლია. იაკობს რო ადარებენ საკუთარ სიტყვას, ეს ეფრემიათ შეჰყრია ქართლს,ბოლოჯერ ვამბობ,მისმინეთ ხალხნო,მერწმუნეთ,ცხოვრება არცერთს არ გაგივლიათ. ეხლა რო ვამბობ ამ სიტყვებს, მე რად შემიძლია თქვენი გაკიცხვა აბა დაფიქრდით,თქვე ამაზრზენებო,ზოგ-ზოგიერთები არ ჩამითვლია. აი ჩემს ფიქრებს ვინც ეთანხმებით,უბრალოდ წარმოთქვით თქვენი სიტყვები,დღეები,თვეები თუ წლების მერე,ჩვენ მუდამ ერთად,ერთ მუჭად ვიქნებით....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი