წერილი მისადმი
შენს თვალებს ხშირი გამალებით იმიტომ ვუყურებ ხოლმე, რომ მთელ ჩემს წარსულსა და მომავალ ცხოვრებას სიღრმეში თანაბრად ვხედავ. ამ დროს აუარელი სულრვილი მიჩნდება, შიგნით შევიდე და უვრცეს ზღვაში დედიშობილა ვიბანაო, რათა ტანიდან მთელი ჩემი მანკიერი მტვერი ჩამოვიბანო და შენ წინაშე დავრჩე ის, ვინც რეალურად საკუთარ თავთან ვარ, ანუ ყველაზე პატიოსანი - ჩემ წინაშე, შენ წინაშე, ჩვენი ბედნიერების წინაშე და გამუდმებით ვიმეორო, რომ მხოლოდ შენ გეტრფი და ფილტვებიც მხოლოდ შენი ჰაერით მევსება. უზომოდ მიყვარხარ და ამიტომაც, როცა ვღიზიანდები ჩვენი უაზრობებიც მიყვარს, მაგრამ ესეც, დროდადრო, სიყვარულის ყალიბში ესხმევა და საოცრად სწრაფად მავიწყდება. ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ, ჩემი ერთადერთი ქალი, ვისაც ბოლომდე ვენდე და ჩემივე თავი მივუძღვენი, ამდენად მინდა სავსებით გესმოდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიგატოვებ! მე ხომ შენი სიყვარულის წვიმით დავსველდი და გაშრობა არ მიწერია! მემთლიანები, ისე, როგორც ანთებული სანთლის ჭერისას ჩემი ღმერთი მემთლიანება და ჩემთვის ამაზე წმინდა გრძნობა არ არსებობს. მიყვარხარ! მენატრები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი