ჩემს მკითხველს
-რას ვეტყვი მკითხველს, საკუთარ თავზე?! შენ, უკიდურესობებით აზროვნება გიყვარს, ამიტომ შეხედუ-ლებების ფორმულირებას, ოპოზიციის სახით, ახორციელებ და შუა-ლედური შესაძლებლობების არსებობას არ აღიარებ. ხოლო, როდე- საც ამა თუ იმ მიზეზის გამო, იძულებული ხდები,აღიარო,რომ მის შესაბამისად მოქმედება დაუშვებელია, შენ კვლავ დაჟინებით ამტკი- ცებ,რომ შენი პოზიცია თეორიულად მისაღებია, მაგრამ,როდესაც ჯერი პრაკტიკულ საკითხებზე მიდგება, გარემოებები გაიძულებს, კომპრომისზე წახვიდე. მოცემულ სიტუაციაში არც მე ვარ გამონაკლისი,რადგან, რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი, მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას "სინამდვილე" ჰქვია. გამოგიტყდები და გაგიმხელ,რომ გულდასმით ვიკვლევდი ქვესკნელის უკუნს და მივხვდი,რომ არავინ არ კარგავს სხვა სიცო- ცხლეს, გარდა იმისა, რომლითაც ცოცხლობს და არავინ არ ცხოვრობს, სხვა სულით, იმის გარდა,რომელსაც ივიწყებს. ჩემი ყველაზე უფრო დღეგრძელი არსებობა, არაფრით არ განსხვავდება ყველაზე დღემო-კლისგან,რადგან მე, რომ სიწმინდე მინდოდა ვერსად ვპოვე და ახლაც ჩემი აკანკალებული სული, თრთის ნერვიულობისგან, რაც სულაც არ არის გათოშილი ხორცის ტემპერატურით გამოწვეული. ჩემი გული, რომ დაგანახა სულს შეუბერავდი, არა იმიტო, რომ მზეებრ არის გავარვარებული, არამედ იმის გამო, გული, რომ არ წაუვიდეს და ცოტახნის სიცოცხლე შეემატოს. ყველაზე დიდი გულთმისანი გულია სწორედ და ამ გამაფრთხილებელი სიგნალით,როდესაც დადგება ჟამი, როცა შენ უარმყოფ,მაშინ მე, სხვა თვალით დაგიწყებ ძებნას,როგორც ჩემ მიერ დაკარგულს სხვა სიყვარულით შეგიყვარებ მაშინ, თუმცა ჯერ ბევრი შეუხორცებელი ტკივილი მაქვს გადასალახი: ვერ შევიხორცე დღემდე იარა, რომელიც შენით , უშენოდ მეწვის, ეჰ, რამდენმა მზემ გადაიარა- ჩვენ შორის გაბმულ ხიდებზე ბეწვის. როდესაც სულში, სხეული დნება, როდესაც გესლი ბოლომდე მიპყრობს. მე, არსად მრჩება-სიცოცხლის ნება, მე, არსად მივსდევ-სიკვდილის გრძელ სტროფს. ადამიანს, რომ შიშველ სხეულზე შეხედავ და მის გაშიშვლებულ სულს დაინახავ, ზუსტად მასე ვხედავ ახლა შენს მომცინარ მზერაში - ცრემლმოკლე დარდსა და ნაღველს,რომლებიც საკურთხეველზე განფენილ გუნდრუკის მარცვლებს გვანან. ზოგი უფრო ადრე ცვივა სამსხვერპლო ცეცხლში, ზოგი კი- უფრო გვიან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას, როდესაც სიკვდილი ისეთივე მატერიაა ბუნების,როგორიც დაბადება, და ამ მოვლენით ვხვდები,რომ არაფერი ისე არ ამაღლებს ჩემს სულს, როგორც ნივთთა და მოვლენათა თანმიმდევრული წვდომისა და ჭვრეტის უნარი, რაც მეყსეულად საცნაურმყოფს,მაგრამ: ეს ჩემი სევდა, სევდისვე სერს რთავს. ნატვრის დღეები, შენით სამკლავებს და ისე ვუმზერ, უშენოდ, ჩემს თავს, როგორც დედები -შვილთა საფლავებს. თუმცაღა ზრახვები,მაინც უტირლად მრჩება შენ წინაშე, რომლებიც შენს გონებაში ათასობით კითხვას ბადებენ. ზრახვები ჩემი გაფრენას ცდილობს, ზრახვებად იქცა ნამი ანკარა ჩემი სხეული გაგორდა ჭილოფს და ანკარა ნამს ემინანქარა. მკლავს წამებათა ცდების რონოდა, მისდევენ ზრახვებს ჭრელი პეპლები, რომ გამოძვერი ცოდვის სოროდან. შენც ჩემდაგვარად დაიფერფლები. 2016 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი