შენი ფრთები


მომასხი მხრებზე შენი ფრთები ვიდრე ზეციდან 
მსუბუქი ვარდნის ჭრილობებით დავისერები,
ნუ ღელავ, ყოველ ცისმარე დღეს მწიფე მზე მცდიდა
და კარგად ვიცი სადაც ფრენენ ფარისევლები.

ნუ ღელავ, როცა მიწევს ლოცვა და თავისთავად,
დავეძებ საყრდენს, უფრო სწორედ დავეძებ შვებას,
და მდუღარ ლექსის ოხშივარით მავანთ და მავანთ
სტრიქონში ვამწყვდევ და იდეა სტროფებით მკვებავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი