დედის ტირილზე როგორ უნდა იცინო კაცმა


დედის ტირილზე, როგორ უნდა იცინო კაცმა,
ან დედის ცრემლზე, როგორ უნდა ატირდე ისე,
რომ დაგავიწყდეს ძაფზე ნემსის ათასი აცმა,
დახეულ სამოსს უკითხავად რომ მკემსდა მყისვე.

ან სხვა მრავალი უძილო და უსიტყვო ოხვრა,
მძინარე შვილის ყურის გდებით სპეტაკო ქალო.
თმის შეთეთრება, დედის რიდი და წელში მოხრა,
შენ გაქცევს კაცად, ღმერთის წიგნი რომ გადაშალო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი