ჩემო სოლედად
„- სოლედად, დარდი შენ თვითონ ხარ, ნაღველი მწარე და საშური, შენ სტირი ლოდინის სიმწრისგან მოგვრილი ლიმონის ნაჟურით.“ -ფედერიკო გარსია ლორკა მე, კვლავ მიწიდან სიყვარულს ვბარდნი და ცამდე აწვდილს ვერასდროს დაგთოვ. ნუ შეგაშინებს მტრული ზვარაკნი, ანათემები. გიძღვნი ცივ ამბორს, ბინდით ნეტარო. გიძღვნის ალერსის, მიწა, მთოველი უწინდებურად დუმილს მოველი. – ვერ გავთენდები. თუ ეს განგება მიცხადებს რაკი, უნდა გიპოვო სიკვდილად ქმნილმა, მხოლოდ უჩუმრად, მთელი რაკრაკით – ძრწოლისმომგვრელად. მწამს, რომ მოგაგნებ ღამით მთვარეულს და აგვიხდება სურნელთა მიძღვნა. მე, მთვარის ბინდში გაგილღვობ სხეულს, ჩემო სოლედად. თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII თბილისი 2017 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი