თეჯლის გაფები


ო, წარსულიდან გადმოღვრილ ტალღას
დაუთალხია შენი ძაძები.
ეს განშორება ვერაფერს მალავს,
თუმც ახლა უკვე გავხდი საძებნი.

და ჩემი განცდაჩამქრალი სული
თვალებს აგინთებს ცეცხლის მძივებით.
შენ, ვნების თვეში, ღრმად შენისლული,
ეჭვებში უმალ ჩაიძირები.

თუმც ვეღარასდროს ვიცხოვრებთ ორნი
ერთად და ვფიქრობ, სხვათა ჯერია,
ჩვენ, ერთმანეთთან, აღარ ვართ სწორნი,
მაგრამ გზად პოვებ, რაც მიწერია.

გადმოიღვრება თეჯლის გაფებად
მწიფე ღრუბლები, ციურ მინანქრის.
ჩემს პათოსსაც აქვს თვისი გაგება
და სურნელება პოეტად დაჰქრის. 

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი