მზის სონეტი


მზეს მხოლოდ მაშინ შევეჩვიე, როდესაც წვიმდა,
როდესაც წვიმის წვეთებივით ცვიოდა ქარი,
მაშინ დავნაცრე დაწინწკლულში ჩქამივით ჩქარი
მზე, როცა სულით შევიგრძენი, უთუოდ მშვიდმა.

და შემდეგ კაცთა უარყოფას სხივები მგვრიდა,
მზით ნარქენალმა საღრუბლოში დავრაზე კარი,
ჩემს ნაოხ სულზე სხეულები რომ ავიკარი –
მაშინ ვიგემე არ ნაგემი ცის ქვეშ გარინდვა.

და თქვენს თავებში ერთ დროს შუქით ელვარე მხარე,
ცოდვილ ხეებზე მზის ნათებას ჩრდილებით ჭრიდა,
რომელთა ფესვზეც ვერაფერი ვერ გავახარე
და უკვდავებით ვერ გავმართე რტოთა კორიდა.

ეჰ, არ ყოფილა მზე არასდროს ასეთი მწარე
და არც მეგონა თუ სუფთა სულს ასე დასვრიდა. 

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი