მორელას


„ყოველ განთიადს თან სდევს, 
შენი მორწყული სიტკბო –
დაისის გულს კი, 
ჩემი აღმსდგარი მდუმარება’’

I
ჯერ კიდევ ნორჩობაში,
შემთხვევით შევხვდით მახსოვს
და უებარი ცეცხლით –
მაგემე გულის დარი…
ფარისევლური გრძნობით, 
შევთვისებოდი ახლოს –
სულის იმ ნატიფ კიდეს,
ნეკნზე რომ იყო მკვდარი.
„მორელა მქვია,’’ –
თქვი და დამიმონე მავანი.
ცას ანათებდი და 
სულით იყავი თავადი,
დამიმოწაფე შენ. 
გამხადე ერთსახოვანი…
შემცვალე ლექსად და 
პირნათლივ თავისთავადი.

II
მომაკვდავ ჩრდილის მსგავსად
წლები გტოვებდნენ მალე –
ებრძოდი სწორი სულით
კართან ატუზულ სიკვდილს
და შემოდგომის მწუხრზე,
დაისს ვერ დაემალე!..
გარდამეცვალე სულად,
რძისფრად მოჰგავდი ნამდვილს.
ისე, მინდოდი მერე,
როგორც უშვილოს შვილი.
დიდი ვაება მხოლოდ
ღრმად მისველებდა პალტოს,
შენი ასულის ცრემლი,
შენს გულზე იყო ღვრილი
და შეგეფიცე, ჩვენს შვილს
არ დავტოვებდი მარტოს.

III
გულის ტკივილი ჩემთვის 
ერთი წვეთია ზღვაში.
ეს ტრაგიზმი კი უფრო 
სვავს მიგდებული – ლეში,
რადგან ვერ გიპატრონე,
ნისლების იყო მარში…

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი