თვალები მრუში


ეხეთქებიან მწე ხმოვანებით
თვალები მრუში სხვა ცოფიანებს, 
და შეკონების მწიკლოვანება
სამარადისოდ მაცოდვიანებს.

როგორც ნაავდრალ ღამის სიშორეს
შევარხევ შენს ჭერს და ნაგვიანევს, 
შენი ხმა ჩემსას ვერ მოიშორებს
და გათენებც დააგვიანებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი