ბებიის ბალადა


დამტვრეულ თაღებს ბინდმა სძლია ვარსკვლავთა დასსთან,
მიჩუმათდა და მიეყუჟა კედელს ავდარი,

ჩემმა ცრემლებმა დაიჩოქა ,,ვარდისფერ გზასთან’’

და გარდაცვლილებს შეემატა ,,სიკვდილით მკვდარი’’.



მაშინ შევიგრძენ დანაცრული ეგ სითამამე.

შენი მარანი უპატრონოდ დარჩენილ განცდით
გ
ფიქრობდა და საწუთროში ისე, გივალალე,

რომ ამტკივდი და სიჩუმეს ვერცერთი ვერ ავცდით.



გიტირე ლექსად და ცას ეკვრა სტრიქონთა ფერი,

ამ საწყალ სტროფებს გადმომდგარი დაგვნათი მოდგმას,

იცი ვერ გცვლიან, არვინ არის ახლა შენფერი,

ბებო მონაგრებს თითო ტრამვა ტკივილად მოგვდგამს.



მოგვდგამს, რადგანაც გარდაცვლილთა ბილიკს გახვედი,

ფეხი აუწყე სისპეტაკეს და სულის შვებას
ჩვენ კი გვირგუნე გულის წვა და მძიმე ხვედრი,

ღრმად ვეგუებით ნაცრემლარზე ხსოვნის ანთებას.



ერთდროს ძლიერი მეოჯახე სტატუსით გმირის,

გვხვდებოდი სავსე კალათით და ლაღი თვალებით,

ახლა უშენოდ დარჩენილი ძაღლიც კი ყვირის,

ჩვენ კი დაკორტნილ მაჯებს ვიგლეჯთ წყრომით,წვალებით.



აღარ გიზგიზებს შენს ეზოში წრიული თონე,

შენი ლოცვებიც აღარ ისმის მამლის დაკვლისას,

ანაზდად მახსოვს თვალებით, რომ ვერ გაგაგონე

მწარე ტკივილი, რაც ვიგრძენი ჩემგან წასვლისას.



მინდოდა გულით ბოლო სიტყვა ხმამაღლა მეთქვა,

მაგრამ ვერ შევძელ, ვერ გავუძელ ცრემლთა ცდუნებას

ტკივილად ჩამწყდა შენი განცდა და გულის ფეთქვა,

ვერ შევეგუე უსხივო მზეს და დადუმებას.



ახლა ღმერთთან ხარ სულით ახლოს, გარიჟრაჟდები
ანგელოსივით მხარს მიმშვენებს შენი წყალობა

ზრუნავ ჩემს ხვედრზე უსიტყვოა შენი კადრები

იმ ბულბულივით ყველას სულში, რომ იგალობა.



შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი