წარსულის პანაშვიდი


შენ, მხოლოდ ერთხელ მომკალი სიტყვით, 

და დამდუღრავი მადინე განცდა, 

და ამის შემდეგ ნეტავ, რას იტყვი?!

ნეტავ ეგ მზერაც, რამდენჯერ გაცვდა?!



რადმდენჯერ ვწუხდი, არ გსაყვედურობ,

უბრალოდ ვიქეც თმაში ქარებად.

არც მოვიჩქარი საუბედუროდ

და ტანზე მხოლოდ ცა მეფარება.



ვერ დამშვიდდები სანამდე მდუმარ

წყლით არ ჩაიქრობ სულს და დაუჯენ
ჩემს ტრაგედიას, სადაც მე ვდუმვარ, 

სადაც გიმზერ და გნატრობ საუნჯევ,



გთხოვ მაპატიო,ზღვა რომ მშვიდია,

ამ გონებაში ტალღად კიაფობ,

ახლა წარსულის პანაშვიდია

და გათენება მინდა გიამბო.



შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი