აღსარება ნიკოლო მიწიშვილისა


(სირბილაძის მთიშველი ოლარი)

მარად შემკული სისპეტაკე, მწკრივად დღეები
დავიჩემე და მღვრიე ლექსებს ვუძღვენ ზმანება.

მე, ჩამოწოლილ ცის ხაფანგში ერთხმად გავები

და პოეზიამ თავი, მაინც არ დამანება.

მე შევუერთდი, ქვეყნის ჯვარზე მზით დალურსმულებს,
სამშობლოს საფლავს, სარეველა ბალახებს ვაცლით

და ორი კვერცხის გაგორებით, სისხლისგან დაცლილს

მიწა გვიჭერს და მლაშე ტირილს, ლექსი ასრულებს.

და მაინც, უფრო ლოცვის ბოლოს ვტირით თაისზე,

უკვდავ პოეტთა ძეგლებს ვაცმევთ, მთიშველ ოლარებს.

მე, პოეზიის როლი ჩემში გავითავისე,

რომ მის გარეშე, მე მომაკვდავ ხეპრედ ველვარებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი