მომენატრები
მომენატრები, უსათუოდ მომენატრები, განუყოფელი ჩემი წილი შენი სიცოცხლით, რაში მარგია უშენობის საყვედურები. სჯობს, შევეგუო იმ არჩევანს, რაც შენვე გნებავს და ნურც ვეცდები შენ წინაშე თავის შექცევას. ეჰ, მოთმინების მბრძანებლებო ჩემში გაცოცხლდით. მაგრამ მე ვიცი უშენოდ რომ დავიტანჯები, ვჭვრეტ, ვეღარ შევძლებ სიმარტოვით თვალის გახელას, სწორედ ამიტომ, გულღია მაქვს სულის ფანჯრები. სწორედ ამიტომ, ვემონები შავმელნიან მკლავს, რომ ჩემმა ხორცმა, სიმაღლიდან თავი მოიკლას, რომ აღარასდროს გაგეყარო, სულით ამდენხანს. წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019) ბმული: http://bit.ly/2VLQztF
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი