მწკრივი ქორედი


ცას შემართული აზარფეშები.

უგვანო ხალხთა მწკრივი ქორედი.

რომ სიმარტოვის აზრს არ ვეშვები

და მონავანი თქვენთან მოვედი.



ამაო დრტვინვას თან სდევს ალური

ნდომა და ხალხის ცრუ და ვნებიან,

სასაფლაოებს ტკეპნის ალური

და დაკრძალულებს გულს აწვებიან.


წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019)
ბმული: http://bit.ly/2VLQztF

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი