უფრთო ფრთხიალი


რა უნდა შეგრჩეთ ჩემით ფურცლებო,

რას იქექები ლექსო გულიდან,

ერთხელ ხომ უკვე გაგვიგულისდა

და უფიქრებოს არ გაუვლიდა

განრისხება და ხედავ უცვლელო

დაფნით დამმარხა ცამ დაწერისთვის,

ჩემი წარსულიც იქცა დიდებად,

მიწას ეს გული აღარ ჭირდება

და მიწის წვიმით გადაიდება,

ჩემი სიზმრები კვლავ გაისისთვის.



რომ დაბადება არის სიცოცხლის

დასაწყისი და ბოლოში ვდგავარ.

ძალმოშიებულს სიკვდილი მივლის

და მწარე ცრემლით გიტოვებთ ჩივილს.

უკვე მოხუცი, თუმცა ჩვილი ვარ.



რომ იფრთხიალოთ ფრთამოტეხილმან

ჯერ უნდა ნახოთ სამყაროს შვება,

ჯერ უნდა იგრძნოთ მწუხრის სიმშვიდე,

მერე თქვენს მუხლზე მთვარე დათვრება

და ოდნავ შემთვრალს შიშს უნდა გვრიდეთ.

წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019)
ბმული: http://bit.ly/2VLQztF

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი