მე განწირული ყვირილით ვდუმდი


მე განწირული ყვირილით ვდუმდი,

ზურგზე გაყრიდი მრისხანე მზერას.

შენ მიდიოდი, 

მე ჩავდიოდი

მიწაში.

ჩვენი ცხოვრება გაყინულმა მზემ 

შთანთქა და განთიადში ჩაიკირა.

აღარ თენდება, 

აღარ თენდება

უმთვარო დილა.

ვეღარ შედგება, 

ვეღარ შედგება,

ჩვენი შეხვედრა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი