PORTO CANALE
ესვენებოდა გულში ეს წვიმა, ზეცას თვალები ჰქონდა დახრილი, რენესანსული განცდა მეწვია, გრაციით ვკაზმე მიწის მარხილი. ვგრძნობდი უცნობი ფაზის ჩასახვას, ჩემს ხორცში ვნების ხმელი თითებით, ვუცქერდი ჯოტოს მტვრიან ნასახლარს - ორგანულ სისხლთა სხვა გაფითრებით. წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019) ბმული: http://bit.ly/2VLQztF
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი