ვიდრე თვალი მიხელია
გენატრები ჩემით ნავნებს და ისინჯავ გულის ჯიბეს. შენი ქარი მაქანავებს, და თვალებზე დამაბიჯებს, რომ ნაბიჯებს დავუჯერო, და წამოვყვე შენით ნაკვალს, მე რა ვუყო ფიქრებს ჯერ, რომ უშენობა შემოაკრავს. ჩემი გარსი განაბზარი, შენგან მიტოვებულია, ეს გმინვაა, განა ბრაზი შენს ფიქრებში, რომ უვლია. სტრიქონები მელნიანი მონატრებულ ცის ხელია. მომიკითხე შენიანი, ვიდრე თვალი მიხელია. წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019) ბმული: http://bit.ly/2VLQztF
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი