ქარი არ ქრის


ქარი არ ქრის,

ქარი არ ქრის,

სიო არ ცემს 

მაჯასავით.
•
მწველ კალაპოტს 

ნისლის შურდა,

როცა სივრცე დაიბურა, 

და მზის კარმა მოკამკამემ 

მთვარის შუქით 

გაისარკმლა. 
••
ასე იყო დღე პირველი, 

სიკვდილივით უდროო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი