ალიან თითთა ნადავლი
(ექსპერიმენტალური ჰიგსის ბოზონი) უდავოდ შეგედავები, როცა არ იგებ ასაგებს, უცეცხლოდ შეგესანთლები, რომ ვიცი ალი ამანთებს. შეინარჩუნე იერი, როგორც თვალებმა უმისნომ. დაგედევნება მდევნელი, ჩემკენ, როდესაც იქარებ. გამოიქროლე შენ მაინც, ნუ შეგაშინებს ქვიშა შენ, უშენო წუთთა სიმძლავრე და მარტოობა მთიშავენ. შე ქარო ზღვის მოტრფიალევ, ჩემი მარილი დაგატკბობს. შენ ქარობ ვარდთა სიშავით და დანესტილი ზღვავდები. უდავო ალი ამანთებს, დავიან დარდში მე ნაპოვნს და შენი თმები, ცით ნაგებს, ხმელი კუნძივით გამაპობს. წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019) ბმული: http://bit.ly/2VLQztF
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი