ჩემი პოეტური მითის შემოქმედი
ჩემი პოეტური მითის შემოქმედი, შენს თვალებს რწყავს, რათა არ გახმნენ. ჩემი პოეტური მითის შემოქმედი, შენს თვალებს აშრობს, რათა არ დალპნენ. ჩემი პოეტური სულის შემოქმედი, შენს თვალებს რთავს, რათა სული მოქსოვოს. ჩემი პოეტური სულის შემოქმედი, ჩემს თვალებს არღვევს, რათა შენს სულს მაღალი საყელო მიაკეროს. ჩვენ ცალ-ცალკე ვეღარ ვსუნთქავთ. ამოისუნთქე. ამოისუნთქე. უნდა ჩავისუნთქო! წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019) ბმული: http://bit.ly/2VLQztF
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი